ევროპის სამართლის ინსტიტუტი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს ქ. ვენაში, ავსტრიაში და მისი მიზანია ევროპის სამართლებრივი გარემოს სრულყოფა.
ევროპის სამართლის ინსტიტუტის წევრები არიან: სახელმწიფო ორგანოები, ევროპის პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები და აკადემიის წევრები, რომელთა მიზანია, გავლენა მოახდინონ ევროპის სამართლის განვითარებაზე, რისთვ
ისაც წარმატებით იყენებენ ევროპის სამართლის ინსტიტუტის ფორუმებს.
დღეიდან საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორებს, სტუდენტებს და მკვლევარებს საშუალება მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ ევროპის სამართლის ინსტიტუტის ღონისძიებებში და გავლენა მოახდინონ ევროპის სამართლის განვითარების პროცესზე.