ტრენინგი: „სხეულის ენა“
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ხელშეწყობით, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა პრაქტიკული ტრენინგი თემაზე „სხეულის ენა“, რომელსაც ლექტორი ელიზავეტა სოლოღაშვილი უძღვებოდა.
შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის თავისებურებები, მიმიკებისა და ჟესტიკულაციის მნიშვნელობა ყოველდღიურ ურთიერთობებში. ტრენინგმა ინტერაქციულ ფორმატში ჩაიარა, სადაც სტუდენტებმა შეიძინეს პრაქტიკული უნარები იმისა, თუ როგორ მართონ საკუთარი სხეულის ენა ეფექტურად და სწორად ამოიკითხონ პარტნიორის არავერბალური სიგნალები.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 13 მაისი.
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი.