UG Christmas Market 2026
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტში წლის ყველაზე ჯადოსნური და ზღაპრული ღონისძიება — UG Christmas Market 2026 გაიმართა.
საშობაო ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო სტუდენტების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, საახალწლო ნაწარმი, ტკბილეული და ცხელი სასმელები. ღონისძიებას თან სდევდა სადღესასწაულო მუსიკა, გასართობი აქტივობები და გამორჩეული საახალწლო განწყობა, რომელმაც მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოება გააერთიანა.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 11 დეკემბერი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი