ექსკურსია სამთავისში
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მორიგი შემეცნებითი და შთამბეჭდავი ექსკურსია სამთავისში მოეწყო.
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მოენახულებინათ შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლი — სამთავისის ტაძარი, გაცნობოდნენ მის უნიკალურ ორნამენტულ მოჩუქურთმებასა და მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობას. ტურმა სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, უკეთ აღექმათ საქართველოს კულტურული საგანძური, განტვირთულიყვნენ სასწავლო პროცესისგან და გაეტარებინათ შინაარსიანი დღე მეგობრულ გარემოში.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 2 ივლისი.
ადგილი: სამთავისი.