ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


28 August 2026

UG-ის კურსდამთავრებულმა ევროკომისიის სრული სტიპენდია მოიპოვა

მსოფლიოს 12 რჩეულს შორის: UG-ის კურსდამთავრებულმა ევროკომისიის სრული სტიპენდია მოიპოვა!

საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული, მარიამ კვანტალიანი, ჩაირიცხა ინტელექტუალური სამართლისა და მონაცემთა სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე (MIPDaL) და მოიპოვა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus Mundus-ის სრული სტიპენდია.

სტიპენდია მას საშუალებას მისცემს, მიიღოს ერთობლივი, ორმაგი მაგისტრის ხარისხი ინტელექტუალური სამართლისა და მონაცემთა სამართლის მიმართულებით წამყვანი ევროპული უნივერსიტეტებისგან.

მარიამი პირველ სემესტრში სწავლას გააგრძელებს ესტონეთში, ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (TalTech), მეორე სემესტრში კი - გერმანიაში, დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TU Dresden), რომელიც აღიარებულია, როგორც University of Excellence-ის სტატუსის მქონე უნივერსიტეტად, რომელსაც გერმანიაში სულ რამდენიმე წამყვანი კვლევითი უნივერსიტეტი ფლობს.

მსოფლიოს მასშტაბით მარიამი არის იმ 12 სტუდენტს შორის, რომლებმაც მიიღეს სრული დაფინანსება MIPDaL-ის კონკურენტულ და პრესტიჟულ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი