UG Halloween Party 2023
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წლის ყველაზე საიდუმლოებით მოცული და მხიარული ღონისძიება — UG Halloween Party 2023 გაიმართა.
ღონისძიებაზე შეკრებილმა სტუდენტებმა ორიგინალური და შემოქმედებითი კოსტიუმები მოირგეს, ჩაერთნენ თემატურ თამაშებში, დააგემოვნეს სპეციალურად ამ საღამოსთვის მომზადებული სასმელები და ისიამოვნეს ენერგიული მუსიკით. საღამომ განსაკუთრებულ, ჯადოსნურ ატმოსფეროში ჩაიარა, სადაც გამოვლინდნენ საუკეთესო კოსტიუმების მფლობელებიც, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2023.
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი.