UG Student Clubs Spotlight
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი შეხვედრა — „UG Student Clubs Spotlight“ გაიმართება!
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტური კლუბების წარმომადგენლები შეიკრიბებიან, რათა იმსჯელონ სამომავლო გეგმებზე, წარადგინონ ახალი ინიციატივები და განიხილონ საუნივერსიტეტო ცხოვრების განვითარების ახალი შესაძლებლობები. შეხვედრა შესანიშნავი პლატფორმაა კლუბებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 10 მარტი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი