ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


22 June 2026

საქართველოს უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების საერთაშორისო კონფერენციის - ICICS 2026-ის მასპინძელი

 

18-20 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტმა (UG) ინფორმატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების საერთაშორისო კონფერენციას - ICICS 2026 - უმასპინძლა (International Conference on Informatics and Computer Science), რომელმაც თავი მოუყარა მეცნიერებს, მკვლევრებს, აკადემიურ წრეებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კონფერენციის მიზანი იყო თანამედროვე კომპიუტერული მეცნიერების, ინფორმატიკისა და ინტერდისციპლინური კვლევების სფეროში არსებული უახლესი მიღწევების, ინოვაციების, გამოწვევებისა და განვითარების ტენდენციების განხილვა. ICICS 2026 საერთაშორისო პლატფორმას შექმნის ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის, ახალი თანამშრომლობების ჩამოყალიბებისა და ციფრული ტრანსფორმაციის, ხელოვნური ინტელექტისა და გამოთვლითი მეცნიერებების მიმართულებით სამეცნიერო პროგრესის ხელშეწყობისთვის.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სპეციალური სიმპოზიუმი დოქტორანტებისთვის, სადაც ახალგაზრდა მკვლევრებმა საკუთარ სამეცნიერო ნაშრომები წარადგინეს და დარგის წამყვან სპეციალისტებთან პროფესიული დისკუსიის შესაძლებლობა მიიღეს. 

ICICS 2026-ის კონფერენციაზე მკვლევრებმა,  აკადემიურმა პერსონალმა და პრაქტიკოსმა სპეციალისტებმა წარმოადგეს ორიგინალური სამეცნიერო ნაშრომები, შემთხვევის ანალიზები (case studies) და მიმოხილვითი სტატიები,  რომლებიც მოიცავს როგორც თეორიულ საფუძვლებსა და ინოვაციურ მეთოდოლოგიებს, ისე მათი პრაქტიკული გამოყენების მაგალითებს.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე მიღებული და რეცენზირებული სტატიები გამოქვეყნდება საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოცემულ კონფერენციის შრომების კრებულში (Conference Proceedings) და მიენიჭება საერთაშორისო ციფრული იდენტიფიკატორები (DOI).

განსაკუთრებით მაღალი ხარისხის ნაშრომები, რომლებიც წარმოდგენილი იყო ICICS 2026-ზე, შეირჩა შემდგომი გამოქვეყნებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში Computational Mathematics and Modeling (Springer Nature). ავტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისთვის ნაშრომების გაფართოებული ვერსიები წარედგინათ. 

გამოქვეყნებული სტატიები ინდექსირებული იქნება საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში, მათ შორის: Scopus, Google Scholar და ResearchGate, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კვლევების საერთაშორისო ხილვადობასა და აკადემიურ გავლენას.

ICICS 2026 კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს უნივერსიტეტის მისწრაფებას, ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობას, ინოვაციების განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიური კვლევების პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი