ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


8 October 2026

ინდოეთის ელჩის ვიზიტი საქართველოს უნივერსიტეტში

 

8 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტმა საქართველოში ინდოეთის ელჩს, მის აღმატებულებას, ამიტ კუმარ მიშრას უმასპინძლა. ვიზიტის მიზანი საქართველოს უნივერსიტეტში ინდოელი სტუდენტების სასწავლო გამოცდილების, საჭიროებებისა და პრიორიტეტების გაცნობა, ასევე უნივერსიტეტის მიერ მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების უზრუნველყოფის საკითხების განხილვა იყო.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, ვიცე-რექტორს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელს, ასევე საქართველოს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში ჩართულ ინდოელ სტუდენტებს.

სტუმრობისას მის აღმატებულებას ასევე გააცნეს საქართველოს უნივერსიტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამები, მათი სასწავლო კურიკულუმი, აკადემიური სტანდარტები და ინდოეთის ეროვნული სამედიცინო კომისიის (NMC) მოთხოვნებთან შესაბამისობა.

ვიზიტის მთავარი ნაწილი კი სტუდენტებთან შეხვედრას დაეთმო. ინდოელ სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პირადად გასაუბრებოდნენ ელჩს, გაეზიარებინათ საქართველოში სწავლისა და ცხოვრების გამოცდილება, ასევე განეხილათ საკუთარი საჭიროებები, პრიორიტეტები და სამომავლო მიზნები. საქართველოს უნივერსიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ დიალოგს და იმედოვნებს, რომ განათლების, პარტნიორობისა და ჩვენი სტუდენტების მეშვეობით კიდევ უფრო მტკიცე კავშირს დაამყარებს საქართველოსა და ინდოეთს შორის.

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი