სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის ეზოში წლის ყველაზე ისტორიული, ემოციური და მასშტაბური ღონისძიება გაიმართა!
26 მარტს სტუდენტები ღია ცის ქვეშ შეიკრიბნენ, რომ ერთად ეყურებინათ საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების გადამწყვეტი მატჩისთვის. დიდ ეკრანზე თამაშის ტრანსლირებამ, გულშემატკივრობის დაუვიწყარმა ენერგიამ და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული საგზურის მოპოვებით გამოწვეულმა საერთო ზეიმმა უნივერსიტეტის ეზოში ნამდვილი ეროვნული დღესასწაული შექმნა.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 26 მარტი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი 519.