ნატა ჩხაიძე - მოწვეული ლექტორი - ვუძღვები ფარმაკოთერაპიის სალექციო კურსს. მაქვს მინიჭებული პროვიზორის კვალიფიკაცია (მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი), ქ. ხარკოვის უკრაინის ფარმაცევტული აკადემიიდან. გავლილი მაქვს არაერთი ტრენინგი. მაქვს ფარმაციის სხვადასხვა მიმართულებებით პრაქტიკული მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება ქართულ კომპანიებში. ასევე მაქვს შ.რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების და კვლევის გამოცდილება. ვარ სსიპ - განათლების ხარისხის განვითერების ეროვნული ცენტრი, ჯანდაცვის პროფესიული დარგობრივი საბჭოს წევრი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტთა კორპუსის წევრი - დარგის ექსპერტის სტატუსით (ფარმაცია). მაქვს ფარმაციის მიმართულებით პრაქტიკული მუშაობის, კონსულტირების, ტრენინგების შექმნისა და ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება. მაქვს მიღებული პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2021 (TVET Awards).