ნიკა ინაური-კარიერული განვითარებისა და დასაქმების სამსახურის უფროსი.
მას აქვს 3 უნივერსიტეტის: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთო მაგისტრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში. აგრეთვე, მოპოვებული აქვს მაგისტრის ხარისხი ჩრდილოეთ მაკედონიაში, სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტში დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ნიკა ინაურს, ასევე, დასრულებული აქვს ესტონეთის დიპლომატიის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის პროგრამა. მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი აღმოსავლეთმცოდნეობაში ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის ფარგლებშიც 1 წლის განმავლობაში გაცვლითი პროგრამით სწავლობდა ეგვიპტეში, კაიროს უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე.
ნიკა ინაურს აქვს რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. ბოლო წლებში ნიკა ინაური ხელმძღვანელობდა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრს. მისი ძირითადი პასუხისმგებლობა იყო დასაქმებისა და შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ადგილობრივ დონეზე განხორციელება, სერვისების გაუმჯობესება, დამსაქმებლებთან სტრატეგიული თანამშრომლობა და სამუშაოს მაძიებლებისთვის ინდივიდუალური კარიერული დაგეგმვის მხარდაჭერა.
ნიკა ინაურს აქვს დასაქმებისა და კარიერული განვითარების მიმართულებით პრაქტიკული მუშაობის, კონსულტირების, ტრენინგების შექმნისა და ჩატარების სამკაოდ დიდი გამოცდილება.