ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

TINATINI GOGBERASHVILI
მოწვეული ლექტორი
მაგისტრი
ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციების დეპარტამენტი
სოციალურ მეცნიერებათა სკოლა


განათლება  
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი - ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი - ბაკალავრი - 09/24/2016 - 09/24/2026
კურსები  
COMM4130-რეკლამის საფუძვლები (  2026/2027; )
ცხრილი  
რეკლამის საფუძვლები-COMM4130
თინათინ გოგბერაშვილი მარკეტინგისა და პროექტების მართვის გამოცდილი სპეციალისტია. თინათინი 2025 წლის აპრილიდან საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან და დიდ მარკეტინგულ სააგენტოში - კრაკენში - ციფრული მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს. ამ ამპლუაში ის მართავს გუნდს, შეიმუშავებს გაყდივებზე ორიენტირებულ/სარეკლამო სტრატეგიებს და უზრუნველყოფს დეპარტამენტებს შორის ეფექტიან კოორდინაციას. გარდა ამისა, მისი პროფესიული გზა მჭიდროდაა დაკავშირებული „ჯიპიაი ჰოლდინგთან“, სადაც კარიერის საწყის ეტაპზე პროექტების მენეჯერად მუშაობდა, ამჟამად კი ციფრული მარკეტინგის ექსპერტის პოზიციაზეა და კომპანიის ონლაინ გაყიდვების, რეკლამის და ციფრული ანალიტიკის ნაწილს ავითარებს. წლების განმავლობაში ის ასევე მუშაობდა მარკეტინგული კომუნიკაციის დეპარტამენტებში ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა: „სილკ დეველოპმენტი“, „დრიმლენდ ოაზისი“ და „Lemondo“. მისი პრაქტიკული კვალიფიკაცია მყარ აკადემიურ ფონს ეყრდნობა. თინათინმა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ჯერ ბიზნესის ადმინისტრირების (ESM) საბაკალავრო პროგრამა დაასრულა, შემდგომ კი — პოლიტიკისა და სოციოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. 2023 წლიდან თინათინი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორია და სტუდენტებს მედიაკამპანიების დაგეგმვასა და საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას (SEO/SEM) ასწავლის. თინათინი ფლობს პროექტების მართვის ინსტიტუტის (PMI) PMP® სერტიფიკატს, რაც პროექტებისა და რესურსების მართვის მიმართულებით მისი მაღალი კომპეტენციის მთავარი მტკიცებულებაა. ამასთან, მოპოვებული აქვს Meta Certified Digital Marketing Associate-ის სტატუსი, რომელიც ხაზს უსვამს მის ექსპერტიზას თანამედროვე ტექნოლოგიური და მეტა სარეკლამო პლატფორმების მართვაში.





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი