თუ სწავლა გინდა
   




სხვიტარიძე ნათია

ასისტენტი, ჯანმრთელობის მეცნიერებებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის კონსულტანტი, მაგისტრი

  • n.skhvitaridze@ug.edu.ge

ბიო

ნათია სხვიტარიძე -  MD, MBA, PhD (c), საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვითი მეცნიერებებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლისკონსულტანტი, ლექტორი. თსსუ-ს  დამთავრების შემდეგ 2001-2008წლებში ეწეოდა კლინიკურ საქმიანობას. აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი მეანობა-გინეკოლოგიაში. 2011 წლიდან არის ბიზნესის მართვის მაგისტრი ჰოსპიტალების ადმინისტრირების მიმართულებით. საქართველოს უნივერსიტეტში მუშაობს 2007 წლიდან, ხოლო 2010წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.  მონაწილეობა აქვს მიღებული ჯანდაცვის სფეროში ჩატარებულ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. გავლილი აქვს სტაჟირება 2010 წელს მოზეს ტეილორის საავადმყოფოში (სკრენტონი, აშშ), 2011 წელს მონაწილეობა მიიღო ზალცბურგის სამედიცინო სემინარში, 2012 წელს კვალიფიკაცია ამაღლების მიზნით იმყოფებოდა სამეფო ტროპიკულ ინსტიტუტში (ამსტერდამი, ჰოლანდია), ხოლო 2013-2015 წწ კვლევითი მობილობით იმყოფებოდა ბასკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტში (ესპანეთი).

მონაწილეობდასაქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო  საგრანტოპროექტებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის და უმაღლესი სამედიცინო განათლების სფეროში. 

დაჯილდოებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამეცნიერო კონფერენციაში მოხსენების I ადგილის დაკავებისთვის.

იგი არის საქართველოს ახალგაზრდა ექიმთა ასოციაციის, ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის (AUPHA ), ჰოლანდიის კურსდამთავრებულთა ასოციაცია საქართველოში (HAAG) და გლობალური ჯანმრთელობის კვლევის ნორვეგიის სკოლის (NRSGH) წევრი. ჯანდაცვის სფეროში აქვს გამოქვეყნებული პუბლიკაციები.

ასევე იგი არის ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის და ახორციელებს სადოქტორო კვლევას "დედათა ავადობა და სიკვდილობა საქართველოში - დაბადების რეგისტრზე დაფუძნებული მეთვალყურეობის შედეგები".