თუ სწავლა გინდა
   




რუხაძე რუსუდან

ასოცირებული პროფესორი, დოქტორი


ბიო

რუსუდან რუხაძე - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, უძღვება მაგისტრატურის კურსს „დაზღვევა და რისკის მენეჯმენტი“.  განათლებით არის ექიმი და იურისტი. წარჩინებით აქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასპირანტურა და დაცული აქვს დისერტაცია, არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

10 წელზე მეტი აქვს ნამუშევარი წამყვან სადაზღვევო კომპანიებში მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე, 2 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში დაზღვევის ზედამხედველობის მიმართულებით.

2010 წლიდან მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსად. 2013-2016 წლებში იყო „აკად. ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. ამჟამად მუშაობს „თიბისი დაზღვევაში“ სამედიცინო პროექტის ხელმძღვანელად.