ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

თინათინ ბოჭორიშვილი
პროფესორი
სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე
დოქტორი
ისტორიის დეპარტამენტი
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა



განათლება  
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფილოსოფია-ფსიქოლოგიის - მაგისტრი - 1976-01-09 - 1981-06-25
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფილოსოფია-ფსიქოლოგიია - დოქტორი - 1982-01-09 - 1985-01-09
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფილოსოფია-ფსიქოლოგიია - დოქტორი - 1988-09-30 - 1989-05-24
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფილოსოფია-ფსიქოლოგიის - დოქტორი - 1997-01-17 - 1997-03-04
Manchester Metropolitan University - Centre for International Security - მაგისტრთან გათანაბრებული - 1997-07-03 - 1997-01-07
Woodrow Wilson Center for International Scholars - George Kennan Institute - მაგისტრთან გათანაბრებული - 1999-01-09 - 2000-07-03
Harvard University - John. F. Kennedy School - მაგისტრთან გათანაბრებული - 2000-01-02 - 2000-01-03
პუბლიკაციები  
მიზეზობრიობის პრობლემა დ. ჰიუმის მოძღვრებაში, - 1980
ზნეობრივ ღირებულებათა პრობლემა ნ. ჰარტმანის აქსიოლოგიაში - 1987
ღირებულების ფსიქოლოგისტური თეორიების კრიტიკა, - 1988
რ. ბ. პერის ღირებულების თეორიის კრიტიკა, - 1988
კანტის ეთიკის კრიტიკა მაქს შელერის მიერ, - 1988
აღრზდის პრობლემის აქსიოლოგიური ასპექტები - 1988
პიროვნება, ღირებულება, შემოქმედება - 1991
ღირებულების ობიექტურობა და პიროვნების პრობლემა, - 1991
ვ. ფრანკლის მოძღვრება სიცოცხლის საზრისის შესახებ, - 1993
The Three Types of Relations between Knowledge and Morals - 1994
სიცოცხლის საზრისი, როგორც ტრანსცენდენცია - 1996
Initiative Group for Peace Research in Tbilisi (Georgia - 1997
Transcendence - 1997
სიკვდილის ფენომენის გააზრება ბ. პასკალის შემოქმედებაში, - 1998
სიცოცხლის საზრისის პრობლემა თანამედროვე პროტესტანტიზმსა და ნეოთომიზმში, - 1998
სიცოცხლის საზრისის პრობლემა მ. შელერის შემოქმედებაში, - 1998
The Crises of Meaning in Transition Period - 1999
Two terrorist acts in Georgia and the Russian politics in the Caucasus, - 1999
The "mitigated" role of the Russian peacekeepers in the Georgian-Ossetian conflict - 1999
Several Possible Strategies of the Resolution of Conflict in Abkhazia - 1999
Restoration of territorial integrity in Georgia - 1999
Objective values - 1999
Valeurs objectives, valeurs communes - 1999
Une planète en partage, des valeurs communes - 1999
Common Planet, Common Values - 1999
New Cold War - Oil War - 1999
ფენომენოლოგიური ესთეტიკის განვითარება საქართველოში - 1999
XX საუკუნის ქართული ფილოსოფიის ანთოლოგია - 1999
Georgia - 2000
Regional Security and the Future of Central Asia (The Competition of Iran, Turkey, and Russia - 2000
ესთეტიკის განვითარება ამერიკის შეერთებულ შტატებში, - 2000
სიკვდილის ფენომენის კულტუროლოგიური ანალიზი, - 2000
სიკვდილის ფენომენის კულტუროლოგიური ანალიზი - 2000
ახალი მსოფლიო წესრიგი და კავკასიის მომავალი - 2000
The Problem of Corruption in Georgia - 2000
რელატივიზმი ესთეტიკაში - 2001
რეგიონალური უსაფრთხოება და კავკასიის მომავალი - 2003
Regional Security and Future of the Caucasus - 2003
The Problem of Corruption in Georgia - 2005
The First Institutional Accreditation of Georgian Higher Education Institutions - 2005
La responsabilite dans le contexte georgien: la lingue, la patrie et la religion - 2008
The Idea of Responsibility in the Georgian Context - 2010
საზრისის ძიებაში - 2012
სოციალური კვლევის პროექტირება: სამეცნიერო დასკვნები თვისებრივ კვლევებში - 2014
Perceptions of Death - 2021
კონფერენციები  
უმაღლესი განათლების რეფორმის მოდელები - 01-09-2005
უმაღლესი განათლების შესახებ ბარსელონის III საერთაშორისო კონფერენცია - 01-11-2006
გაეროს განათლების, კულტურისა და მეცნიერების ორგანიზაციის გენერალური კონფერენციის 34-ე სესია - 16-10-2007
სამეცნიერო გრანტების შეფასებები - 27-11-2007
საქართველოს ინტელექტუალური მემკვიდრეობა: ქართული ენა და ლიტერატურა საუკუნეთა მიჯნაზე - 28-04-2008
ფონდების ლიდერობის სამიტი - 01-05-2008
რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის ექსპერტთა მე-11 მრგვალი მაგიდა - 20-02-2009
მეცნიერების მართვა - 02-05-2011
სამეცნიერო ფონდების მართვა - 30-04-2012
განათლება - 13-05-2015
Challenges to Democracy in a Time of Great Changes - 31-05-2021
Academic Research in Post-Soviet Countries: The Global Visibility of Research Output from Georgia” - 04-05-2022
ფილოსოფია - 08-05-2022
Philosophizing across Boundaries - 14-05-2022
Technology and Social Responsibility - 05-06-2023
სამეცნიერო პროექტები  
მშვიდობის კვლევა საქართველოში - 1998
ქართული ფილოსოფიური კვლევევბი - 2006
დილოგი მსოფლიო კულტურათა შორის - 2008
პასუხისმგებლობა და მსოფლიოს კულტურები - 2010
კურსები  
განათლების ისტორია და ფილოსოფია-EDUC 3110 (  2016/2017; 2017/2018; 2018/2019; 2019/2020; 2020/2021; 2021/2022; 2022/2023; 2023/2024; 2023/2024; )
განათლების ისტორია და ფილოსოფია-EDUC2112 (  2013/2014; )
განათლების ისტორია და ფილოსოფია-EDUC2112E (  2018/2019; 2019/2020; 2020/2021; 2021/2022; 2022/2023; 2023/2024; )
განათლების ისტორია და ფილოსოფია-EDUC3111 (  2014/2015; 2015/2016; 2016/2017; 2018/2019; 2019/2020; )
განათლების ფილოსოფია-EDUC5215E (  2018/2019; 2023/2024; )
თვისებრივი კვლევის მეთოდები-QUAL 7210 (  2019/2020; 2021/2022; 2022/2023; 2023/2024; )
თვისებრივი კვლევის მეთოდები-QUAL7210 (  2016/2017; 2017/2018; 2018/2019; 2019/2020; 2020/2021; )
მეცნიერების ფილოსოფია-SCNC7110 (  2016/2017; 2017/2018; 2018/2019; 2019/2020; 2020/2021; 2021/2022; 2022/2023; 2023/2024; )
ფილოსოფიური აზრის ისტორია-PHIL2130 (  2007/2008; 2009/2010; 2010/2011; 2011/2012; 2012/2013; 2013/2014; 2014/2015; 2015/2016; 2016/2017; 2017/2018; 2018/2019; 2019/2020; 2020/2021; 2021/2022; 2022/2023; 2023/2024; )
ცხრილი  
განათლების ისტორია და ფილოსოფია-EDUC 3110
განათლების ისტორია და ფილოსოფია-EDUC2112E
განათლების ფილოსოფია-EDUC5215E
თვისებრივი კვლევის მეთოდები-QUAL 7210
მეცნიერების ფილოსოფია-SCNC7110
ფილოსოფიური აზრის ისტორია-PHIL2130
თინათინ ბოჭორიშვილმა 1981 წ. წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1982-85 წლებში გაიარა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დასწრებული სწავლების ასპირანტურა და მოამზადა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც დაიცვა 1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 1997 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშივე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 35 წლის განმავლობაში თინათინ ბოჭორიშვილი ასწავლიდა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიპლომატიურ აკადემიაში, პოლიტოლოგიის, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის და რელიგიათმცოდნეობის დამოუკიდებელ ინსტიტუტში, საქართველოს უნივერსიტეტსა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტებში: პოლიტოლოგიის ინსტიტუტში (მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი) და ფილოსოფიის ინსტიტუტში (მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი). გამოქვეყნებული აქვს სამი მონოგრაფია და 40-დე სამეცნიერო სტატია საქართველოსა და უცხოეთში. თინათინ ბოჭორიშვილი იყო საქართველოს განათლების სამინისტროს სსიპ ქართველოლოგიის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (რუსთაველის) ფონდის დირექტორი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და გენერალური დირექტორის მოადგილე. თინათინ ბოჭორიშვილს აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებაც. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოებში კურსდამთავრებულთა კოორდინატორად, ამერიკის უნივერსიტეტის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის შესწავლის ცენტრის საზაფხულო სკოლის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორად, მსოფლიო ბანკის პროექტის ექსპერტად, ამერიკის განათლების განვითარების აკადემიის აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ზოგადი განათლებისა და დეცენტრალიზაციის პროექტის ექსპერტად. მუშაობდა საერთაშორისო მკვლევართა ვუდრო ვილსონის ცენტრში (Woodrow Wilson Center for International Scholars) აშშ, ვაშინგტონში, როგორც მკვლევარი, ერთსაათიანი პირდაპირი ეთერი ჰქონდა ამერიკის ტელევიზიით - საქართველოს გეოპოლიტიკა. იყო მიწვეული კათოლიკური უნივერსიტეტის პოლიტიკის კვლევის ცენტრში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯ. ფ. კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში, ჯორჯ მეისონის, ჯონს ჰოპკინსის და ამერიკულ უნივერსიტეტებში. არაერთი გამოსვლა ჰქონდა ამერიკის ხმის ეთერით საქართველოს გეოპოლიტიკაზე, ნავთობსადენის პერსექტივებზე და ა.შ. რამდენჯერმე მიწვეული იყო და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ინტერვიუები ჰქონდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში, მშვიდობის ინსტიტუტში, მსოფლიო ბანკში. მონაწილეობა მიიღო ასზე მეტ საერთაშორისო კონფერენციას, სემინარსა და კონგრესის მუშაობაში, მათგან 32-ზე იყო მომხსენებელი. დიდი ბრიტანეთის სამეფო აკადემიის მოწვევით თინათინ ბოჭორიშვილმა ორი თვე საჯარო ლექციების კურსი წაიკითხა ლონდონსა და მანჩესტერის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტში და სტაჟირება გაიარა საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრში. 1998 წელს მან დაარსა არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის მშვიდობის კვლევის ასოციაცია“, რომლის პრეზიდენტი იყო ასოციაციის დახურვამდე. ამ ორგანიზაციამ რამდენჯერმე გრანტი მოიპოვა საფრანგეთის/შვეიცარიის ორგანიზაციისაგან „შარლ ლეოპოლდ მეიერის ფონდი კაცობრიობის პროგრესისათვის“. თინათინ ბოჭორიშვილი წლების მანძილზე იყო მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიული ორგანიზაციის წევრი: • პროფესორთა მსოფლიო მშვიდობის აკადემიის წევრი (აშშ), • მერილენდის უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო ორგანიზაციის “ქალები საერთაშორისო უსაფრთხოებაში” წევრი (აშშ), • “მშვიდობის ეროვნული ფონდის” წევრი (აშშ), • საერთაშორისო ორგანიზაციის "დიალოგი კაცობრიობის პროგრესისათვის“ წევრი (საფრანგეთი/შვეიცარია), • ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის ორგანიზაციის „ქალები მშვიდობისათვის“ წევრი (აშშ). ამჟამად თინათინ ბოჭორიშვილი არის ამერიკული სამეცნიერო ჟურნალის “მსოფლიო მშვიდობის„ საერთაშორისო სარედაქციო საბჭოს წევრი, ხოლო 3 წლის მანძილზე იყო რედაქტორის მოადგილე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის - “ევრაზიული კვლევანი”. თინათინ ბოჭორიშვილს მიღებული აქვს ჯილდოები და გრანტები : • საქართველოს პრეზიდენტის პირველი ხარისხის სტიპენდია, • ვერცხლის მედალი კემბრიჯიდან (დიდი ბრიტანეთი), • შ.ლ.მეიერის სახელობის ფონდისაგან (შვეიცარია-საფრანგეთი), • საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოებისაგან (აშშ), • ამერიკული უნივერსიტეტისაგან (აშშ), • ჰარვარდის უნივერსიტეტისაგან (აშშ) და • ჯორჯ სოროსის ფონდისაგან. სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, მწირად - გერმანულსა და ფრანგულს. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი.





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი