თუ სწავლა გინდა
   




ფირცხალავა ლალი

პროფესორი, დოქტორი

  • l.pirtskalava@ug.edu.ge

ბიო

ლალი ფირცხავავა - საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ისტორიის ფაკულტეტი, ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა მსოფლიო ისტორიის განხრით. მუშაობდა თსუ-ის ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის კათედრაზე დოცენტად. ლალი ფირცხავავა უძღვება სალექციო კურსებს: შესავალი მსოფლიო ისტორიაში, ბიზანტიის ისტორია, ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ისტორია. იგი არის 60-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, აქედან ერთი მონოგრაფიიის, ათწლეულების მანძილზე მოსწავლეებისა და მასწავლებლების სასკოლო სახელმძღვანელოების, სასკოლო სამუშაო რვეულების თანაავტორი მსოფლიოს ისტორიაში. საერთაშორისო სემინარებისა და კონფერენციების მონაწილე; ევროკლიოს საერთაშორისო პროექტების ექსპერტი. აქვს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის, ისტორიის მასწავლებლებთან ტრენინგების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება. მისი კვლევის სფეროა: ევროპის შუა საუკუნეების ისტორია; ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ახალი ისტორია.