თუ სწავლა გინდა
   




კუთხაშვილი ქეთევან

ასოცირებული პროფესორი, დოქტორი

  • k.kutkhashvili@ug.edu.ge

ბიო

 

ქეთევან კუთხაშვილი - აქვსდოქტორისხარისხიმიღებულიტექნიკურ მეცნიერებებში. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი გამოთვლითი მათემატიკის სპეციალობით და მინსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა მათემატიკური კიბერნეტიკის სპეციალობით (მიმართულება დისკრეტული მათემატიკის მეთოდები). მასგავლილიაქვსტრენინგიგერმანიაში საარლანდის უნივერსიტეტში საინჟინრო სპეციალობებზე მათემატიკის სწავლების თანამედროვე მეთოდების და ელექტრონული სწავლების მეთოდების გამოყენების შესახებ.  გამოქვეყნებული აქვს 31 სამეცნიერო ნაშრომი; იგი 1977-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტში, სადაც მის სამეცნიერო მიმართულებებს წარმოადგენდა მართვის თეორია, მათემატიკური მოდელირება, დისკრეტული მათემატიკა, ოპტიმიზაციის რიცხვითი მეთოდები. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებში შემდეგ საგნებში: უმაღლესი მათემატიკა, ალგებრა და ანალიზური გეომეტრია, ალგორითმების თეორია, დაპროგრამების ენები  C++, QB, ფორტრანი, ალგოლი. 2008 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს უნივერსიტეტში და კითხულობდა ლექციებს შემდეგ საგნებში: მათემატიკა ეკონომისტებისათვის I და II ნაწ., ბიზნეს სტატისტიკა I და II ნაწ., კალკულუსი I და II ნაწ., დისკრეტული მათემატიკა, პრეკალკულუსი, ოპტიმიზაციის მეთოდები, კომპიუტერული გრაფიკის მათემატიკური აპარატი.