თუ სწავლა გინდა
   




კორძახია მიშა

მოწვეული ლექტორი, მაგისტრი


ბიო

მიშა კორძახია- მოწვეული სპეციალისტი, საქართელოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. უძღვება შრომის სამართლის კურსს. მას აქვს მაგისტრის ხარისხი მიღებული სამართალმცოდნეობაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. გავლილი აქვს ადგილობრივი და საერთაშორისო დონეზე დამატებით სასწავლო კურსები შრომის სამართლისა და შრომითი ურთიერთობების საფუძვლებში. აქვს შრომის საერთაშრისო ორგანიზაციის მიერ გაცემული კვალიფიკაცია შრომის სამართლის სფეროში შემდეგი მიმართულებებით: შრომის კანონმდებლობის სრულყოფის, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემოქმედების, შრომის დაცვისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების, დასაქმებისა და სახელფასო პოლიტიკის, სოციალური უზრუნველყოფისა და ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის, დედობის დაცვის პოლიტიკისა და ბავშვთა შრომის აკრძალვის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისა და სოციალური დიალოგის სისტემის განვითარების, აგრეთვე სხვა შრომით ურთიერთობასთან თანმდევი მიმართულებებით. ზემოაღნიშნული მიმართულებებით თავად გააჩნია სატრენინგო და სასემინარო მუშაობის გამოცდილება. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულია მისი, როგორც ტრენერის კვალიფიკაცია.