თუ სწავლა გინდა
   




ტურაშვილი თამარ

ასოცირებული პროფესორი, ექსპერტი, დოქტორი


ბიო

თამარ ტურაშვილი- ასოცირებული პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში. აქვს დოქტორის ხარისხი მიღებული ფსიქოლოგიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტში. გავლილი აქვს გერმანიაში, ფრანკფურტის უნივერსიტეტში ზრდასრულთა განათლების და ტრენინგის პრინციპებისა და მიდგომების შესახებ დამატებითი სასწავლო კურსები. აქვს 11 წლიანი ტრენერის გამოცდილება, 9 წლიანი მუშაობის გამოცდილება პერსონალის მართვის საკითხებში, 8 წლიანი გამოცდილება საბანკო, სადაზღვევო, საფინანსო და საკონსულტაციო სექტორში (ბანკი, სადაზღვევო საქმიანობა, მიკროსაფინანსო საქმიანობა), აქვს 7 წლიანი გამოცდილება ხარისხის მართვაში, მის გამოცდილებაშია 3 ფინანსური ინსტიტუტის მენეჯმენტის სისტემის აწყობა (სადაზღვევო, მიკროსაფინანსო, სალიზინგო), არის ამავე დროს საერთაშორისო მენეჯმენტის სისტემის ISO 9001-ის შდა აუდიტორი. აქვს 7 წლიანი მუშაობის გამოცდილება მაღალი რგოლის მენეჯმენტში, 9 წლიანი პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება უმაღლეს სასწავლებელში, სემინარები და ტრენინგ მოდულები სხვადასხვა მიმართულებით (ბიზნესფსიქოლოგიის სრული კურსი, გაყიდვების მენეჯმენტი, მერჩენდაიზინგი და დისტრიბუცია, მომხმარებელზე ორიენტაცია, სერვის პლუსი, ეფექტური პრეზენტაცია, ბიზნეს კომუნიკაცია,ორგანიზაციული კონფლიქტების და სტრესის მართვა, ადამიანური რესურსების მართვა). ყოველივე ზემოაღნიშნული აძლევს მას კომპეტენციას გაუძღვეს შემდეგ სალექციო კურსებს: ბიძნესფსიქოლოგია, გაყიდვების ფსიქოლოგია, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯმენტი, პოზიტიური ფსიქოლოგია.