მანანა მაჩიტიძე - საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის საექთნო დეპარტამენტის კლინიკური სწავლების კოორდინატორი 2016 წლიდან.
2014 წლიდან უძღვება კლინიკურ სწავლებას, საექთნო საქმის საფუძვლებისა და ჯანმრთელობის საექთნო შეფასების ლაბორატიული სწავლების კურსებს. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი. გავლილი აქვს ემორის უნივერსიტეტის ექთან-ტრენერთა მომზადების, ლიდერი - ექთნის და საექთნო კლინიკური კვლევის სასწავლო კურსები და მიღებული აქვს შესაბამისი სერთიფიკატები. აქვს სამედიცინო პრაქტიკული, პედაგოგიური - ტრენერის, მენტორის, სწავლების დაგეგმვისა და ტრენინგების მომზადების გამოცდილება.