თუ სწავლა გინდა
   




ხახუტაიშვილი ია

ასოცირებული პროფესორი, დოქტორი

  • i.khakhutaishvili@ug.edu.ge

ბიო

ია ხახუტაიშვილი - ექიმი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში.საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.  სწავლობდა ა.ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. აქვს ექიმის სერთიფიკატი “შინაგანი სნეულებანასა” და “კარდიოლოგიაში”. გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსი, მათ შორის გადაუდებელ მედიცინასა და დიაბეტოლოგიაში. იყო თერაპიის ეროვნული ცენტრი კარდიორევმატოლოგიის განყოფილების ექიმი. 2006-დღემდე არის ა.ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინსტიტუტის,  გერიატრიის განყოფილების, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. თსსუ-ს ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამის “გასტროენტეროლოგია” პედაგოგი. 2002-2010 წლებში იყო გამომცემლობა “მთაწმინდელის” სამედიცინო ლიტერატურის მთარგმნელთა ჯგუფის ხელმძღვანელი. 2007-2009 წლებში ჟურნალ “ბიოლოგიური მედიცინის”, სამედიცინო რედაქტორი.

იყო  საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული  პროექტის „ონკოინკურაბელურ პაციენტებში ტკივილის კონტროლის ადექვატური მოდელის ჩამოყალიბების ხელშეწყობა“, მენეჯერი.

არის საქართველოს გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა ნაციონალური ასოციაციის, “საქართველოს ნუტრიციოლოგთა ლიგის”  და ათეროსკლეროზის საერთაშორისო საზოგადოებასთან არსებული “საქართველოს ათეროსკლეროზის ასოციაციის” წევრი. მიღებული აქვს მონაწილეობა რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაში.

გამოქვეყნებული აქვს 24 სამეცნიერო ნაშრომი და არის 2 სახელმძღვანელოს თანაავტორი. შინაგანი სნეულებები”, და „ელექტროკარდიოგრაფია”,