ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ნინო ბესიაშვილი
მოწვეული ლექტორი
მაგისტრი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დეპარტამენტი
,მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა


განათლება  
სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - მედიცინის - ბაკალავრი - 2010-09-15 - 2016-07-19
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიზნეს სკოლა, ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი - მაგისტრი - 2016-01-10 - 2018-09-07
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - ოტორინოლარინგოლოგია - დოქტორი - 2017-07-02 - 2021-07-12
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - მედიცინის სადოქტორო პროგრამა - დოქტორი - 2023-01-02 -
პუბლიკაციები  
არამომგებიანი საავადმყოფოების განვითარების პრობლემები საქართველოში - 2018
არამომგებიანი საავადმყოფოების განვითარების პრობლემები საქართველოში - 2019
ბიომარკერები იშვიათი დაავადებების დიაგნოზირებაში. პერსონალიზებული მედიცინის ინოვაციური მიღწევები - 2019
კონფერენციები  
საერთაშორისო კონგრესი გადაუდებელი მედიცინა - 15-06-2016
GIMPHA-ს მეხუთე საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - 19-05-2018
კვლევები ჯანდაცვაში - 26-12-2018
Salzburg Weill Cornell Seminar in Otolaryngology - 12-03-2023
დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენცია - 02-09-2023
კურსები  
ბიოქიმია III-MD2120E (  2018/2019; 2019/2020; 2021/2022; 2022/2023; )
ბიოქიმია III-MD232120E (  2023/2024; )
ბიოქიმია II-MD1220E (  2018/2019; 2019/2020; 2020/2021; 2021/2022; 2022/2023; )
ბიოქიმია II-MD231220E (  2023/2024; )
ბიოქიმია I-MD231120E (  2017/2018; 2018/2019; 2019/2020; 2020/2021; 2021/2022; 2023/2024; )
ბიოქიმია IV-MD2220E (  2019/2020; )
ბიოქიმია-DENT1230 (  2017/2018; )
ცხრილი  
ბიოქიმია I-MD231120E
ბიოქიმია II-MD231220E
ბიოქიმია III-MD232120E
ნინო ბესიაშვილი, 2016 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის რეზიდენტურაში, ოტორინოლარინგოლოგიის განხრით. 2016 წლიდან 2018 წლამდე პარარელურად სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე, ბიზნეს სკოლაში, ჯანდაცის მენეჯმენტისა და პოლიტიკის განხრით. 2023 წელს ჩაირიცხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოკტორანტურაში. 2018 წლიდან დღემდე იკავებს მოწვეული ლექტორის პოზიციას საქართველოს უნივერსიტეტში. მას აქვს კლინიკური პრაქტისის მრავალწლიანი გამოცდილება. 2012 წელს პროექტ ,, Summer job’’-ის ფარგლებში მუშაობდა ექიმის ასისტენტად, ოფთალმოლოგიის განყოფილებაში. 2015 წლიდან ისრაელ- საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ,, ჰელსიკორი’’-ში მუშაობდა ექიმის ასისტენტად. შემდეგში სამედიცინო პრაქტიკა გააგრძელა აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში, მიმღები განყოფილების დეპატრამენტში. 2015-2016 წლებში იკავებდა სმენის უფროსის პოზიციას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის მიმღები განყოფილებაში. 2018 – 2020წწ. მუშაობდა ამტელ ჰოსპიტალში, უმცროსი ექიმის პოზიციაზე, ყელ-ყურ ცხვირის დეპარტამენტში. 2019 – 2021წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტში იკავებდა მოწვეული ლექტორის პოზიციას. 2021 წლიდან დღემდე მუშაობს ყელ ყურ ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა, ექიმი ოტორინოლარინგოლოგი, ამავე პოზიციას იკავებს კლინიკა ნეოლაბში. ამავდროულად ეწევა სამეცნიერო პრაქტიკას. ის თანაავტორია შემდეგი სტატიების: ,,ბიომარკერები იშვიათი დაავადებების დიაგნოზირებისას. პერსონალიზებული მედიცინის ინოვაციური მიღწევები’’, კავკასიის ჟურნალი ჯანმრთელობის მეცნიერბებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ 2019 წ. ,,არამომგებიანი საავადმყოფოების განვითარების პრობლემები საქართველოში’’, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი. ,,დისტანციური სწავლება უმაღლეს სასწავლებელში და სტუდენტის კმაყოფილების ინდექსი COVID-19 პანდემიის დროს, ავტორები: ნ. ბესიაშვილი ვ.ტყეშელაშვილი, თ. გახარია ჯანმრთელობის მეცნიერებებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კავკასიის ჟურნალი. პუბლიკაციის თარიღი 12 ივნისი 2020წ. არის რამოდენიმე კონგრესის მონაწილე, მათ შორის: საერთაშორისო კონგრესი გადაუდებელი მედიცინა და GIMPHA - მეხუთე საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია. 2023 წლის მარტში Salzburg Weill Corner Seminar Otorhinolaryngology. ამავე წელს დოქტორანტთა ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის სპიკერი. სერთიფიცირებულია საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროგრამით ,,კვლებები ჯანდაცვაში ‘’ 2019 ხოლო 2021-ში სერთიფიკატი მიენიჭა, “სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების თანამედროვე მეთოდის - PBL-ის (პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება) დიზაინი და მისი ინტეგრაცია მედიცინის სასწავლო პროგრამის სილაბუსებსა და კურიკულუმში“.





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი