ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

Technovation Girls Camp 2026

SHARE ON


4 September 2026

Technovation Girls Camp 2026

 

21 - 25 აგვისტოს, ბაკურიანში, საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით, Technovation Girls-ის პროგრამის ფინალური ეტაპი - Technovation Girls Camp 2026 გაიმართა. ბანაკში პროექტის საუკეთესო 20 გუნდი მონაწილეობდა.

Technovation Girls-ის ფარგლებში, რომელიც უკვე 18 წელია მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში ტარდება, საქართველოში 230-მა უფროსკლასელმა გოგომ შეისწავლა პროგრამირებისა და ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნის საფუძვლები და გუნდურად იმუშავა მათ გარშემო არსებული რეალური პრობლემების ტექნოლოგიური გზებით გადაჭრაზე.

ბანაკის მონაწილეები და მათი მენტორები ჩაერთნენ სხვადასხვა სამეცნიერო აქტივობებში:

ლექციებზე, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორებმა და მკვლევრებმა კახა თავზარაშვილმა, ირაკლი ნოსელიძემ, ნანა დიხამინჯიამ და ანასტასია გურასპაშვილმა ჩაატარეს, მიიღეს ინფორმაცია უახლესი ტექნოლოგიების შესახებ;

გაეცნენ სტარტაპ მეთოდოლოგიებს ექსპერტების დავით ჩეჩელაშვილის და ანა კინწურაშვილის ვორქშოფებზე;

  • იმუშავეს ელექტრონიკის პროექტებზე ინჟინრის გიორგი წიკლაურის ხელმძღვანელობით;
  • დაიწყეს ტექნოლოგიური კარიერის დაგეგმვა დეველოპერის სალომე ნასყიდაშვილის მენტორობით;
  • შექმნეს ელექტრონიკის პროექტები, გამოიკვლიეს ტექ აღმოჩენების ურთიერთკავშირები, ისწავლეს, ითანამშრომლეს და საკუთარი იდეების ტექნოლოგიურ გადაწყვეტებად გარდაქმნაზე იმუშავეს.

მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ UG-ის პროფესორებისა და მკვლევრებისგან მიეღოთ ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ. 

საქართველოში პროგრამას საქართველოს უნივერსიტეტი მასპინძლობს და მისი ელჩები არიან: ნანა დიხამინჯია და სალომე ნასყიდაშვილი.

საქართველოს უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ გოგოებს ჰქონდეთ სივრცე, სადაც ისინი: სწავლობენ, ქმნიან, ექსპერიმენტებს ატარებენ, მუშაობენ გუნდურად და საკუთარ იდეებს რეალურ პროექტებად აქცევენ.

Technovation Girls პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტის მასპინძლობით გრძელდება, ახალი მონაწილეების მიღება ოქტომბერში გამოცხადდება. 

Technovation Girls Camp 2026 ჩატარდა პროექტის „პროფესიული განათლება საქართველოს ეკონომიკის მზარდ სექტორებში“ მხარდაჭერით, რომელიც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით მიმდინარეობს და GIZ ახორციელებს.

პროექტის მთავარი პარტნიორები არიან: UN Women, Association of Teachers of Exact and Natural Sciences, ReThink, Quantum Computing Association, İşbank Georgia, Softgen Group, NB Legal, Idea Design Group და Credo Bank.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი