როგორ და რატომ უნდა ჩააბარო ფსიქოლოგიაზე
2020-2021 სასწავლო წელი
თუ გსურს ჩააბარო ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე, ამისთვის რეგისტრაციის დროს აუცილებლად უნდა აირჩიო საქართველოს უნივერსიტეტი #121 და შემდეგ შემოხაზო 1210125 და წარმატებით გაიარო ერთიანი ეროვნული გამოცდები.
2020-2021 სასწავლო წელს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობაა: 120.
სწავლის საფასური შეადგენს: 3200 ლარს.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ პირველ ადგილზე შემოხაზვის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 20% შეღავათი, რაც ნიშნავს, რომ თქვენი სწავლის საფასური იქნება 2560 ლარი.
- თუ თქვენ მიიღებთ 100% გრანტს, შესაბამისად თავისუფლდებით გადასახადისგან.
- თუ თქვენ მიიღებთ 70% გრანტს, გადაიხდით მხოლოდ 960 ლარს.
- თუ თვქენ მიიღებთ 50% გრანტს, გადაიხდით 1600 ლარს.
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე უნდა ჩააბაროთ შემდეგი საგნები:
საგნები |
კოეფიციენტი |
პრიორიტეტი |
ქართული ენა და ლიტერატურა |
4 |
1 |
ინგლუსური ენა |
4 |
2 |
ისტორია |
4 |
3 |
5 მიზეზი რატომ უნდა აირჩიო ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა:
- დასაქმების მაღალი მაჩვენებელი - ჩატარებული კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ კურსდამთავრებულთა 93% დასაქმებულია.
- ლიდერი ლექტორები, რომლებიც უნიკალურ შესაძლებლობებს უზიარებენ სტუდენტებს და რეალური მაგალითების, პროექტების და კვლევებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ.
- კმაყოფილი სტუდენტები - ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 90% დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა კმაყოფილი და ბედნიერია უნივერსიტეტში სწავლით. მათი მოსაზრებით, უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტი სტუდენტია და ყველაფერს აკეთებს მათი წახალისებისა და წარმატებისთვის.
- სტუდენტური ცხოვრება - გაცვლითი პროგრამები, იმიტირებული ფსიქოთერაპია და ფსიქო-კონსულტაციები, სტუდენტური კლუბები, საჯარო ლექციები, კვლევები და მრავალი სხვა საინტერესო და სასარგებლო აქტივობები. გაიგე მეტი გაცვლით პროგრამებზე: https://ug.edu.ge/ge/exchangestudents; https://ug.edu.ge/ge/partniori-universitetebi
- პროგრამა - ძირითადი საგნების გარდა შემდეგი მიმართულებების საფუძვლიანი შესწავლა: კლინიკური ფსიქოლოგია; შრომისა და განათლების ფსიქოლოგია; განათლების და განვითარების ფსიქოლოგია.
7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო ფსიქოლოგია
7) სიღრმისეულად შეისწავლო ადამიანის ფსიქიკის თავისებურებები
6) უკეთესად შეიცნო საკუთარი თავი
5) შეძლო პიროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა
4) ისწავლო მეცნიერული ფიქრი და შეიძინო კვლევის წარმოების უნარები
3) შეცვალო სამყარო უკეთესობისკენ
2) დასაქმების ფართო შესაძლებლობები
1) ფსიქოლოგებზე გაზრდილი მოთხოვნა და წარმატებული მომავალი
რა არის ფსიქოლოგიის ძირითადი მიზნები?
ფსიქოლოგიას 4 ძირითადი მიზანი აქვს:
- აღწეროს ადამიანის ფიქრები და ქცევა;
- ახსნას ქცევის მიზეზები;
- გააკეთოს ქცევის პროგნოზირება, თუ როგორ, რატომ და როდის განმეორდება ქცევა მომავალში;
- შეცვალოს და გამოასწოროს ქცევა ინდივიდების უკეთესი ცხოვრებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის.