ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


14 September 2021
საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის ლექტორის სტატია ამერიკული სამეცნიერო გამოცემის "სპრინგერის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

2021 წლის სამ აგვისტოს საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის აკაკი ცომაიას სტატია "საპნის ბუშტები აქტივებზე, საფინანსო სექტორი და მიმდინარე გამოწვევები მარეგულირებლისთვის." აკადემიური მასალების პრესტიჟული ჟურნალის "სპრინგერის" ვებ-გვერდზე განთავსდა. ჩვენ მიერ სტატიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს თავად ავტორი პასუხობს.

 

1. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ კვლევის შედეგს ადამიანების ყოფაზე?
ნაშრომი ეხება ფინანსური კრიზისების გამომწვევ მიზეზებს და საფინანსო სისტემის რეგულირების თანამედროვე გამოწვევებს. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რეგულირების არსებული მოდელი ვერ შეუშლის ხელს ვერც აქტივებზე საპნის ბუშტების და ვერც ახალი ფინანსური კრიზისის წარმოქმნას მომავალში. ჩვენ ვებრძვით შედეგს, ფულის დეფიციტის წარმოქმნის პრობლემას და არა ამ შედეგის განმაპირობებელ მიზეზს, რასაც პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ მახინჯი საფინანსო სისტემა. საყოველთაო ჭეშმარიტებაზე დაყრდნობით ვავითარებთ იდეა/კონცეფციას ინტუიციურ დონეზე და ვვარაუდობთ, რომ რეგულირების ეფექტიანი სისტემის შემუშავება ვერ მოხერხდება ამ იდეის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში.
2. როგორ შეუძლიათ სტუდენტებს ჩაერთონ კვლევის ამ სფეროში და რატომ ურჩევდით მათ ამის გაკეთებას?
ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში მსოფლიო მოძრაობს ერთსა და იმავე წრეზე. პერიოდულად ყალიბდება საპნის ბუშტები აქტივებზე, რომელიც დროთა განმავლობაში სკდება, რაც ზოგჯერ იწვევს საფინანსო სისტემის ჩამოშლას და შედეგად ვიღებთ ფინანსურ კრიზისს. ეკონომიკური ბუმის ფაზა ქმნის ხელსაყრელ ნიადაგს აქტივებზე საპნის ბუშტების განვითარებისთვის. როგორც წესი, ამ პროცესში მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებენ ფინანსური ინსტიტუტები, რომელთა შორის ლიდერობენ სადეპოზიტო ინსტიტუტები. ეკონომიკისა და ფინანსების პროფილის დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე დებატებში, რომელიც ეხება თანამედროვე საფინანსო სისტემის გარდაქმნის გზებს. დებატები განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს 2007-2009 გლობალური საფინანსო კრიზისის შემდეგ.
3. რა იყო მთავარი გამოწვევები და უნარები, რაც ამ კვლევის ჩატარებას უკავშირდება?
მთავარი გამოწვევა ისაა, რომ კვლევის სფერო შედარებით ახალია და მაკროპრუდენტული რეგულირების შედეგებზე ემპირიული მონაცემების სრულფასოვანი შეფასება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. რაც შეეხება უნარებს, მოითხოვს ეკონომიკური დისციპლინებისა, საბანკო სისტემისა და კვლევის მეთოდების სიღრმისეულ ცოდნას.
4. რატომ დაინტერესდით ამ საკითხის კვლევით?
როგორც აღვნიშნე, საკითხი აქტუალურია და მოცემულ ეტაპზე, წარმოადგენს ეკონომიკის ექსპერტებისა და პოლიტიკოსების თავსატეხს.
5. რა დამატებითი დაფინანსება და მხარდაჭერა ჰქონდა ამ კვლევას?
დამატებითი დაფინანსება არ მქონია. ნაშრომის გამოსაქვეყნებლად საკმარისი აღმოჩნდა საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერა. უნივერსიტეტი ნამდვილად ზრუნავს აკადემიურ პერსონალისა და მკვლევრების როგორც განვითარებაზე, ისე მათი პროფესიული უნარ-ჩვევების წარმოჩენაზე.
 
თავად სტატიის წაკითხვა დაინტერესებულ მკითხველს მითითებულ ბმულზე შეუძლია.





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი