საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოში მოქმედ ერთერთ სადისტიბუციო კომპანიაში კორპორატიული/B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი პირობები:
-
მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 70
-
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
-
ანაზღაურება: 2000 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები + გაყიდვებზე მიბმული საბონუსე სისტემა
-
ჯანმრთელობის დაზღვევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა რელევანტური მიმართულებით
-
მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3+ წლიანი გამოცდილება, სასურველია საავტომობილო სფეროში
-
ეფექტური პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარები
-
კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგ სამომხმარებლო დონეზე ფლობა
-
სასურველია CRM-ში მუშაობის გამოცდილება
-
აუცილებელია ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა
-
მსუბუქი მანქანის მართვის გამოცდილება/B კატეგორიის მართვის მოწმობა
ძირითადი მოვალეობები:
-
პოტენციური კლიენტების მოძიება: სამიზნე სეგმენტის მუდმივი მონიტორინგი და პოტენციური პარტნიორების (სასტუმროები, საწარმოო/ინდუსტრიული ზონები, მსხვილი ტურისტული ოპერატორები) ბაზის შექმნა/ზრდა
-
B2B კომუნიკაცია და მოლაპარაკებები: ცივი და თბილი ზარების განხორციელება, პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დანიშვნა და კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია.
-
კომერციული წინადადებების მომზადება: კლიენტის საჭიროებების შესწავლა და მათზე მორგებული ინდივიდუალური ფასთშემოთავაზებების მომზადება.
-
სეგმენტური გაყიდვების მართვა
-
ხელშეკრულებების გაფორმება: მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება და გაფორმების პროცესის მართვა.
-
ურთიერთობების მართვა: არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან მუდმივი კავშირი, მათი კმაყოფილების მონიტორინგი და სერვისის განახლება/გაფართოებ
-
ანგარიშგება: გაყიდვების გეგმის შესრულების მიმდინარეობისა და აქტივობების შესახებ ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა