გერმანულენოვანი და ინგლისურენოვანი ოპერაციების სპეციალისტი (Booking.com)
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სექტორი: ტურიზმი / მომხმარებელთა მხარდაჭერა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2,600 ლარი (დარიცხული / Gross) + შესრულებაზე დაფუძნებული ბონუსები + 2,000 GEL ერთჯერადი ბონუსი (Sign-on Bonus) + ანაზღაურებადი ტრენინგი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 29 აპრილი, 2026
პოზიციის მიმოხილვა
ფლობთ გერმანულ ენას მაღალ დონეზე და გაქვთ ინგლისურ ენაზე ეფექტური კომუნიკაციის უნარი? შემოუერთდით ჩვენს გერმანულენოვან და ინგლისურენოვან ოპერაციების სპეციალისტთა გუნდს საქართველოში!
როგორც Booking.com-ის ოპერაციების სპეციალისტი, თქვენ დაეხმარებით მომხმარებლებს მოგზაურობის დაგეგმვაში, უპასუხებთ მათ შეკითხვებს და გაუწევთ კონსულტაციას სასურველი მიმართულებების შესახებ. თქვენ იქნებით მთავარი დამაკავშირებელი რგოლი კომპანიასა და ჩვენს მომხმარებლებს შორის, რაც პირდაპირ აისახება კომპანიის რეპუტაციასა და საერთო წარმატებაზე.
ძირითადი მოვალეობები
-
მომხმარებელთა მომართვების დამუშავება: შემოსული (Inbound) სატელეფონო ზარებისა და წერილობითი შეტყობინებების დამუშავება გერმანულ და ინგლისურ ენებზე.
-
კონსულტაციის გაწევა: მომხმარებელთა შეკითხვების სიღრმისეული შესწავლა, ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და საკითხების ეფექტურად მოგვარება.
-
მონაცემთა ბაზის მართვა: მომხმარებლისა და ტრანზაქციების/ჯავშნების მონაცემების ზუსტი ასახვა და განახლება სისტემაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სავალდებულო მოთხოვნები:
-
გერმანული ენა: სავალდებულოა გერმანული ენის ცოდნა მინიმუმ C1 დონეზე (ზეპირი და წერილობითი).
-
ინგლისური ენა: სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.
-
მომხმარებელზე ორიენტირებულობა: მაღალი პასუხისმგებლობა და მომსახურების გაწევის ძლიერი მოტივაცია.
-
კომუნიკაციის უნარი: სხვადასხვა ტიპის მომხმარებელთან ეფექტური და დაჯერებული ურთიერთობის უნარი.
-
კომპიუტერული უნარები: Windows, MS Outlook, MS Word, ინტერნეტ-ბრაუზერების კარგი ცოდნა და სწრაფი ბეჭდვის უნარი.
-
აზროვნება და გუნდურობა: კრეატიული, გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი.
-
მოქნილი გრაფიკი: ცვლებში, შაბათ-კვირასა და უქმე დღეებში მუშაობის მზაობა.
სასურველი მოთხოვნები:
-
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ
-
ანაზღაურება და ბონუსები: 2,600 ლარი (Gross) + შესრულებაზე დაფუძნებული ბონუსები + 2,000 ლარი (Gross) ერთჯერადი სამუშაოზე მიღების ბონუსი (Sign-on Bonus) + სრულად ანაზღაურებადი საწყისი ტრენინგი.
-
დიისტანციურად მუშაობა: 3-თვიანი მუშაობის შემდეგ სახლიდან მუშაობის (Work from home) შესაძლებლობა.
-
კარიერული ზრდა: 6-თვიანი გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ უფროსი სპეციალისტის (Senior Operations Customer Expert) პოზიციაზე დაწინაურება, ასევე შემდგომი კარიერული განვითარება საერთაშორისო კომპანიაში.
-
ჯანმრთელობა და კეთილდღეობა: პრემიუმ კლასის ჯანმრთელობის დაზღვევა თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის; მრავალფეროვანი გამაჯანსაღებელი აქტივობები (იოგა, პილატესი, ცეკვა, Sound Healing, ლაშქრობები, FIFA და მაგიდის ჩოგბურთის ტურნირები).
-
სამუშაო გარემო: ნდობასა და უკუკავშირზე დაფუძნებული კულტურა, პროფესიონალური მენტორინგი, გვიან ცვლაში მუშაობისას ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა.
-
დამატებითი ბენეფიტები: რეკომენდაციის ბონუსი (Referral Bonus - მოიყვანე მეგობარი), კორპორატიული ფასდაკლებები, თანამედროვე ოფისი ქალაქის ცენტრში მოსასვენებელი და სათამაშო (Gaming) ზონებით.
როგორ განაცხადოთ
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, განაცხადი შეავსოთ გერმანულ ან ინგლისურ ენაზე 2026 წლის 29 აპრილამდე.
Please press the apply button below! https://tp-georgia.softgarden.io/job/55501927?l=de