საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის
პოზიცია: მარკეტინგის ხელმძღვანელი
კომპანია: Helio.AI
ადგილმდებარეობა: დისტანციურად / გლობალურად
განაცხადის ბმული: Apply Here
Helio.AI-ის შესახებ
Helio.AI არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რეკრუტინგის აგენტი, რომელიც თამაშზე დაფუძნებულ ფსიქომეტრიულ ტესტებს იყენებს დაქირავების პროცესის ავტომატიზაციისა და კომპანიებისთვის საუკეთესო კანდიდატების სწრაფად მოძიების მიზნით.
პლატფორმამ უკვე შეაფასა 500,000-ზე მეტი კანდიდატი და ითანამშრომლა მსოფლიოს მასშტაბით ასობით ცნობილ ბრენდთან, მათ შორის BMW-სა და Zara-სთან.
პოზიციის შესახებ
ზრდის მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე თქვენ პასუხისმგებელი იქნებით მომხმარებელთა მოზიდვის, ჩართულობისა და შენარჩუნების მიზნით გლობალური სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაზე.
თქვენ მჭიდროდ ითანამშრომლებთ კომპანიის დამფუძნებლებთან, გაყიდვებისა და პროდუქტის გუნდებთან, რათა გამოავლინოთ ზრდის ახალი შესაძლებლობები და განახორციელოთ მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგული კამპანიები.
იდეალური კანდიდატი უნდა იყოს კრეატიული და ამავდროულად ანალიტიკური აზროვნების მქონე პროფესიონალი, რომელსაც აქვს ძლიერი გამოცდილება B2B SaaS მარკეტინგის მიმართულებით და ციფრულ ან კრეატიულ სააგენტოებში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები
სტრატეგიის შემუშავება
-
ზრდის მარკეტინგის სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება გლობალური ბრენდის ცნობადობისა და მომხმარებელთა მოზიდვის გასაზრდელად;
-
ზრდის ახალი შესაძლებლობების გამოვლენა და მიზნობრივი კამპანიების დაგეგმვა მომხმარებელთა ჩართულობისა და შენარჩუნების გასაძლიერებლად.
ციფრული მარკეტინგი
-
მრავალარხიანი მარკეტინგული კამპანიების მართვა და ოპტიმიზაცია, მათ შორის SEO, SEM, სოციალური მედია, ელექტრონული ფოსტის მარკეტინგი და კონტენტ მარკეტინგი;
-
კამპანიების შედეგების მონიტორინგი, ROI-ის ანალიზი და მონაცემებზე დაფუძნებული გაუმჯობესებების განხორციელება.
მონაცემთა ანალიზი და ოპტიმიზაცია
-
ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება ძირითადი ეფექტურობის მაჩვენებლების (KPI) მონიტორინგისა და ანგარიშგებისთვის;
-
A/B ტესტირებისა და ექსპერიმენტების ჩატარება კონვერსიის მაჩვენებლებისა და მომხმარებლის საერთო გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
კონტენტი და კომუნიკაცია
-
კონტენტის შემქმნელებთან თანამშრომლობა საინტერესო და მაღალი გავლენის მქონე კონტენტის შესაქმნელად;
-
კომუნიკაციისა და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარების (Lead Nurturing) სტრატეგიების შემუშავება მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.
პარტნიორობა და თანამშრომლობა
-
მედია საშუალებებთან, ინფლუენსერებთან და ინდუსტრიულ ორგანიზაციებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება;
-
გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა მარკეტინგული სტრატეგიების გაყიდვების მიზნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად და პოტენციური კლიენტების მოზიდვის პროცესის მხარდასაჭერად.
პროდუქტის მარკეტინგი
-
პროდუქტის მარკეტინგის სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება Helio.AI-ის პლატფორმის უპირატესობებისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად;
-
მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი პროდუქტის განვითარებისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
-
ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი მარკეტინგის, ბიზნესის ან შესაბამისი მიმართულებით;
-
ზრდის მარკეტინგის სფეროში 4+ წლიანი გამოცდილება, სასურველია B2B SaaS გარემოში;
-
ძლიერი ანალიტიკური და მონაცემების ინტერპრეტაციის უნარები;
-
ციფრული მარკეტინგისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების კარგი ცოდნა;
-
შესანიშნავი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები;
-
კრეატიული, სტრატეგიული და პროაქტიული აზროვნება;
-
ციფრულ ან კრეატიულ სააგენტოებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ Helio.AI?
-
კონკურენტულ ხელფასს;
-
შესაძლებლობას, პირდაპირი გავლენა მოახდინოთ სწრაფად მზარდი გლობალური SaaS კომპანიის განვითარებაზე;
-
თავისუფლებას, ნულიდან შეიმუშაოთ და განახორციელოთ გლობალური მარკეტინგული სტრატეგიები;
-
შესაძლებლობას, გამოსცადოთ თამამი იდეები, სწრაფად იმოქმედოთ და მიიღოთ გაზომვადი შედეგები;
-
ენერგიულ და ამბიციურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას — გუნდში, რომელსაც რეკრუტინგის სფეროს გარდაქმნა აერთიანებს.
თუ გატაცებული ხართ მონაცემებით, ავტომატიზაციითა და შედეგზე ორიენტირებული მარკეტინგით და მზად ხართ, ხელი შეუწყოთ კომპანიის გლობალურ ზრდას, შეავსეთ განაცხადი ახლა.
განაცხადის ბმული: Apply Here
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურს.
ასევე ხელმისაწვდომია პროფესიული კონსულტაცია, რომელიც დაგეხმარებათ დამსაქმებელთან წარმატებით წარდგენაში.
საკონტაქტო ინფორმაცია
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47