ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში-UG

29 September 2026
საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოს უნივერსიტეტის ბუღალტერიის დეპარტამენტში სტაჟიორის პოზიციაზე.
ჩვენს სტაჟიორებს დავახვედრებთ:
  • პრაქტიკულ გამოცდილებას ბუღალტერიის მიმართულებით
  • პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • გამოცდილი გუნდისგან სწავლისა და ყოველდღიურ პროცესებში ჩართულობის შესაძლებლობას
  • პროფესიული უნარების განვითარებისა და ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობას
  • რეალურ სამუშაო პროცესებთან მუშაობის გამოცდილებას
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
  • საბანკო ოპერაციების დამუშავებასა და აღრიცხვაში მონაწილეობა;
  • საბუღალტრო გატარებების მომზადებასა და წარმოებაში ჩართულობა;
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების მიღება, შემოწმება, აღრიცხვა და სისტემატიზაცია;
  • დოკუმენტაციის ელექტრონულად და ფიზიკურად მოწესრიგება და დაარქივება;
  • ყოველდღიურ საბუღალტრო პროცესებში ჩართულობა და მიმდინარე საკითხების მხარდაჭერა;
  • უნივერსიტეტის დებულებებისა და შიდა რეგულაციების იმ ნაწილების შესწავლა, რომლებიც დაკავშირებულია საქმიანობასთან, და შესაბამისი მოთხოვნების სამუშაო პროცესებში გათვალისწინება;
  • გუნდისთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის მომზადებაში დახმარება;
  • სხვა დეპარტამენტებთან/ოფისებთან კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციის გაცვლა;
  • გუნდთან ერთად ყოველდღიური სამუშაო გამოწვევების გადაჭრის პროცესში მონაწილეობა;
  • ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება.
უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია ბუღალტერიის, ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ზოგადი ცოდნა;
  • Microsoft Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, საბაზისო ცოდნა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დოკუმენტებთან მოწესრიგებულად მუშაობის უნარი;
  • სწავლისა და განვითარების სურვილი;
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
სტაჟირება ანაზღაურებადია
დაინტერესებულმა კანდიდატებმა 12 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: ბუღალტერიის სტაჟიორი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47.
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი