ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი - Future Bridge

3 August 2026

გაყიდვების მენეჯერი — თბილისი

Future Bridge არის დინამიკური და ინოვაციური ბიზნესინფორმაციის კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში. ჩვენ სპეციალიზებული ვართ ინდუსტრიული მიმართულებების მიხედვით B2B ფორუმებისა და სამიტების ორგანიზებაში ევროპაში, აშშ-სა და კანადაში, განსაკუთრებული აქცენტით ისეთ სექტორებზე, როგორებიცაა ენერგეტიკა, მეტალურგია და სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, წარმოება და ინჟინერია.
ჩვენი კლიენტების პორტფელის უმრავლესობას S&P 500-ის კომპანიები წარმოადგენენ. Future Bridge-ის მიზანია ინდუსტრიებისთვის ღირებულების შექმნა მდგრადი და გრძელვადიანი ზრდის ხელშეწყობით, ციფრულ ეპოქაზე შეუფერხებელი გადასვლის უზრუნველყოფით და სწრაფად განვითარებად გარემოსდაცვით პოლიტიკებთან ეფექტური ადაპტაციის მხარდაჭერით, რომლებიც გლობალური კლიმატური მიზნების მიღწევას ემსახურება.
ვებგვერდი: www.future-bridge.eu
პოზიციის შესახებ
ამჟამად ვეძებთ ენერგიულ, თავდაჯერებულ და მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც თბილისში ჩვენს გაყიდვების გუნდს შეუერთდებიან.
ჩვენი დინამიკური გუნდის წევრის როლში მჭიდროდ ითანამშრომლებ მსოფლიოს უმსხვილესი და ყველაზე ინოვაციური კომპანიების მაღალი რგოლის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და მათ მოთხოვნებს ჩვენს ინდივიდუალურად მორგებულ ღონისძიებებს შეუსაბამებ.
ყოველდღიური საქმიანობა
ყოველდღიურად შენი პასუხისმგებლობა იქნება კონფერენციებზე დასწრებისა და სპონსორობის შესაძლებლობების პოპულარიზაცია და გაყიდვა ევროკავშირისა და ჩრდილოეთ ამერიკის წამყვანი, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის.
შენი ძირითადი მოვალეობები მოიცავს:
  • შესაბამისი ინდუსტრიის კვლევის ჩატარებას კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით;
  • პოტენციური კლიენტების მოძიებასა და ლიდების გენერირებას;
  • პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაციას ცივი ზარების (Cold Calls) საშუალებით;
  • სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციას სხვადასხვა არხის გამოყენებით.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული
შენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
  • შესაბამისი ინდუსტრიის კვლევის ჩატარება კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით;
  • ლიდების გენერირება;
  • პოტენციურ კლიენტებთან ცივი ზარების (Cold Calls) განხორციელება;
  • სამიზნე აუდიტორიასთან სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით ურთიერთობა.
რას ველოდებით შენგან?
ჩვენი გუნდის წევრისგან ველით, რომ კარგად გაეცნობი მიმდინარე ინდუსტრიულ ტენდენციებს, შეძლებ ახალი ლიდების გენერირებას და ეფექტურად ითანამშრომლებ მაღალი რგოლის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, რათა უზრუნველყო ჩვენი ღონისძიებების წარმატება.
შენი მთავარი მიზანი იქნება ბიზნესის მოზიდვა და კლიენტთა პორტფელის გაფართოება.
ჩვენ გთავაზობთ მაღალი ხარისხის შიდა ტრენინგებს და შესანიშნავი შემოსავლის შესაძლებლობას შეუზღუდავი საკომისიოებისა და შედეგებზე დაფუძნებული ბონუსების საშუალებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • ბაკალავრის ხარისხი ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ინგლისური ენის მშობლიურ ან C2 დონეზე ცოდნა;
  • კვლევის შედეგების ეფექტურად გადმოცემისა და პოტენციური ბიზნესშესაძლებლობების აღმოჩენის უნარი;
  • პროაქტიული და პოზიტიური დამოკიდებულება;
  • სწავლისა და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი და სხვების მიმართ პატივისცემით დამოკიდებულება;
  • მკაცრი ვადების პირობებში ეფექტურად მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ?
  • საწყისი საბაზისო ხელფასი — 1,600 ლარი ხელზე + შეუზღუდავი საკომისიო სისტემა;
  • უწყვეტი ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
  • კარიერული სწრაფი წინსვლის შესაძლებლობა;
  • მულტიკულტურულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.
როგორ გამოაგზავნო რეზიუმე?
თუ დაინტერესებული ხარ აღნიშნული პოზიციით და ფიქრობ, რომ აკმაყოფილებ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნო შენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@future-bridge.eu

 

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი