საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის
ვაკანსია: გაყიდვების სპეციალისტი
კომპანია: Fitpass
მდებარეობა: თბილისი
პოზიციის მიმოხილვა:
„ფიტპასი“ ეძებს გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც იზრუნებს პარტნიორული ქსელის გაფართოებაზე — მოიძიებს ახალ სპორტულ და გამაჯანსაღებელ ობიექტებს, გაანალიზებს მათ საჭიროებებს, შეიმუშავებს ინდივიდუალურ სტრატეგიას და წარმართავს მოლაპარაკებებს. გარდა ამისა, როლი მოიცავს პარტნიორობის პირობების მართვასა და მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით ბიზნესის ზრდის ახალი შესაძლებლობების გამოვლენას.
ძირითადი მოვალეობები:
-
ახალი სპორტული და გამაჯანსაღებელი ობიექტების მოძიება, მათთან დაკავშირება, მოლაპარაკებების წარმოება და Fitpass-ის პლატფორმაზე ჩართვა
-
ერთობლივი მარკეტინგული ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება (პარტნიორების პოპულარიზაცია Fitpass-ის მომხმარებლებში)
-
ბაზრის მოთხოვნისა და გამოყენების მონაცემების ანალიზი; წარმატებული აქტივობებისა და ობიექტების იდენტიფიცირება მსგავს პარტნიორებთან თანამშრომლობის მიზნით
-
მონაცემებზე დაყრდნობით პარტნიორებისთვის რეკომენდაციების მომზადება, მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდის მიზნით
-
ინდუსტრიის ტრენდების მონიტორინგი და ახალი ტიპის აქტივობების შეთავაზება Fitpass-ის ასორტიმენტის გამრავალფეროვნებისთვის
-
პარტნიორების შედეგებისა და ზრდის შესაძლებლობების შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი
-
მოლაპარაკებების წარმოების ძლიერი უნარები
-
გაყიდვების ან მარკეტინგის სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად
-
გუნდური მუშაობისა და კოლაბორაციის უნარი
-
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა
-
ფიტნეს/სპორტის ინდუსტრიის ცოდნა ან ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად
-
განაცხადის შემოტანა შეუძლიათ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც
განაცხადის წარდგენა:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ინგლისურ ენაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
-
E-mail: career@ug.edu.ge
-
Tel: +995 511 30 27 47