აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited- ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსური აუდიტის მიმართულებით (www.moore-georgia.ge).
Moore Global Network Limited - წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-მდე ოფისით და 37,000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდ აშშ დოლარს (www.moore-global.com).
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpas;
- მზარდი ანაზღაურება;
- უწყვეტი პროფესიონალური ტრენინგები;
- ჰიბრიდული სამუშაო განაკვეთი;
- პიროვნული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- მეგობრული სამუშაო გარემო, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
- ახლო სამუშაო კონტაქტი კლიენტებთან და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კარიერის ადრეული პერიოდიდან;
- მხარდაჭერა, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია;
- ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას.
ძირითადი მოვალეობები:
- საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩაატარება;
- აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
- აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;
- განსაზღვრული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
- აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
- ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის საფუძვლების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწრაფად ათვისების უნარი;
- ინტერესი ბუღალტერიის/ფინანსების/აუდიტის სფეროში;
- ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიცია - „სტაჟიორი (აუდიტი)“.