საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ, განაცხადი გააკეთონ საერთაშორისო საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროში მოქმედ კომპანიაში უმცროსი ანგარიშების მენეჯერის (Junior Account Manager – Carrier Network Business Group) პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები
- მომხმარებელთა ანგარიშების მართვის პროცესში მხარდაჭერა და კლიენტების ყოველდღიურ შეკითხვებსა და კოორდინაციასთან დაკავშირებულ საკითხებში საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება.
- არსებულ კლიენტებთან პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება, მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად.
- კლიენტების მოთხოვნების, ბიზნესმიზნებისა და მოლოდინების საფუძვლიანი შესწავლა ანგარიშების ეფექტური მართვის მიზნით.
- ანგარიშების შესრულების მაჩვენებლების, გაყიდვების შედეგების, მიზნებისა და პროგნოზების მონიტორინგში მონაწილეობა.
- მომხმარებელთა საჭიროებებისა და მიზნების შესაბამისად, შეთავაზებული გადაწყვეტილებების დროული და წარმატებული მიწოდების უზრუნველყოფა.
- არსებულ კლიენტებთან თანამშრომლობის ფარგლებში ახალი ბიზნესშესაძლებლობების გამოვლენა და ბიზნესის ზრდისა და კლიენტების შენარჩუნებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერა.
- ანგარიშების, პრეზენტაციების, ბაზრის კვლევების, სახელმძღვანელოებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ბაკალავრის ხარისხი ტელეკომუნიკაციების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა (სავალდებულოა).
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ისა და PowerPoint-ის.
- სატელეკომუნიკაციო ბაზრის გამოწვევებთან ადაპტაციის უნარი (მაღალი კონკურენცია, სტანდარტების, პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების მუდმივი განვითარება).
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
- ანალიტიკური აზროვნება.
- გუნდური მუშაობის უნარი, ღია კომუნიკაცია და საერთაშორისო გუნდში მუშაობის შესაძლებლობა.
- სწრაფად ათვისების უნარი, ენთუზიაზმი და კარგი კომუნიკაციური უნარები.
- პროაქტიული, პოზიტიური და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.
რას გთავაზობთ კომპანია?
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროში.
- პროფესიონალ მენტორს, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს პროფესიულ განვითარებას კომპანიაში.
- საერთაშორისო სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დამატებითი ინფორმაციისთვის
გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია, რომელიც დაგეხმარებათ დამსაქმებლის წინაშე წარმატებით წარდგენაში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
- E-mail: career@ug.edu.ge
- ტელ.: +995 511 30 27 47
- მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა