საქართველოს უნივერსიტეტი პირველკურსელ სტუდენტებს პერსონალიზებულ მხარდაჭერას სთავაზობს. ,,MY UG მეგობარი" არის პირველი საკონტაქტო პირი, რომელიც სტუდენტს უნივერსიტეტში ადაპტაციის პროცესში დაეხმარება და საჭირო ინფორმაციას მარტივად და სწრაფად მიაწვდის.
რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ თითოეულ პირველკურსელს ეყოლება მომსახურების მენეჯერი/MY UG მეგობარი, რომელიც პირველი სემესტრის განმავლობაში იქნება მისი ძირითადი მხარდამჭერი უნივერსიტეტში.
MY UG მეგობარი სტუდენტს დაეხმარება როგორც სასწავლო პროცესთან, ისე ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებასა და მიღებაში, ასევე გაუზიარებს მნიშვნელოვან შეხსენებებს სასწავლო პროცესთან და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებულ ვადებზე, საგნების რეგისტრაციაზე, გამოცდებსა და სხვა საჭირო საკითხებზე.
პროექტის მიზანია, პირველკურსელებისთვის უნივერსიტეტში პირველი ნაბიჯები იყოს უფრო მარტივი, ორგანიზებული და კომფორტული. დეტალურ ინფორმაციას MY UG მეგობრის შესახებ მიიღებთ უნივერსიტეტში ვიზიტის დროს.
გისურვებთ წარმატებებს!