საქართველოს უნივერსიტეტში საბაკალავრო სწავლების პირველკურსელთა 2026-2027 სასწავლო წელზე ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის დადგენის შესახებ
1. 2026-2027 სასწავლო წელს საქართველოს უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვის მიზნით ადმინისტრაციული რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:
- პირველი ეტაპი - ელექტრონული რეგისტრაცია - 1 სექტემბრიდან 4 სექტემბრის ჩათვლით;
- მეორე ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმება და დოკუმენტების დედნების წარმოდგენა - 7 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
2. პირველ ეტაპზე, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად, 1 სექტემბრიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, სტუდენტი მითითებულ ლინკზე https://registration.ug.edu.ge/ ტვირთავს შემდეგ დოკუმენტებს (ლინკი გააქტიურდება 1 სექტემბერს):
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (jpg.jpeg.png.gif.bmp.pdf.heic.heif.webp ფორმატში);
- ატესტატი ან ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (jpg.jpeg.png.gif.bmp.pdf.heic.heif.webp ფორმატში)
- საჭიროების შემთხვევაში სსმ ან შშმ პირის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟების შემთხვევაში) (jpg.jpeg.png.gif.bmp.pdf.heic.heif.webp ფორმატში)
- თუ სტუდენტი არ არის სრულწლოვანი, ოფიციალური წარმომადგენლის მინდობილობა ან სტუდენტის დაბადების მოწმობა;
- სწავლის საფასურის მეათედი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. დაფინანსების შემთხვევაში - დაფინანსების შესახებ ოფიციალური წერილის ასლი ან ცნობა;
- ფოტოსურათი (აკადემიური ფორმატის, 3x4 ზე, ბიომეტრიული, გადაღებული თეთრ ფონზე) (jpg.jpeg.png.gif.bmp.heic.heif.webp ფორმატში)
3. რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, ადმინისტრაციული რეგისტრაციის დასასრულებლად სტუდენტი უნივერსიტეტში ვიზიტის დროს 7 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
- პირადობის ან პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი;
- სკოლის ატესტატის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ვაჟების შემთხვევაში);
- წარმომადგენლის ან მინდობილი პირის შემთხვევაში წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სტუდენტის დაბადების მოწმობა.
- ხელს აწერს ხელშეკრულებას (არასრულწლოვანი სტუდენტის შემთხვევაში ხელშეკრულებას ხელს აწერს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი)
4. ადმინისტრაციული რეგისტრაციის მეორე ეტაპი განხორციელდება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: კოსტავას ქ. 77ა, მეოთხე სასწავლო კორპუსი, საუნივერსიტეტო სერვისების სამსახური.
მისაღები ადგილები და წლიური საფასურები:
| პროგრამა |
გამოცხადებული ადგილები |
წლიური საფასური |
| არქიტექტურა |
30 |
5000 |
| ბიზნეს ანალიტიკა |
15 |
6000 |
| ბიზნესის ადმინისტრირება |
30 |
5000 |
| ელექტრონული და კომუნიკაციების ინჟინერია |
10 |
5000 |
| ინგლისური ფილოლოგია |
25 |
4000 |
| ინოვაციური ლიდერობა |
10 |
5000 |
| კიბერუსაფრთხოების ინჟინერია |
15 |
5000 |
| კომპიუტერული ინჟინერია |
10 |
5000 |
| კომპიუტერული მეცნიერება |
20 |
5000 |
| ჟურნალისტიკა |
10 |
5000 |
| საერთაშორისო ურთიერთობები |
25 |
6000 |
| სამართალმცოდნეობა |
75 |
5000 |
| საჯარო მმართველობა |
25 |
4200 |
| სტრატეგიული კომუნიკაციები |
50 |
6000 |
| ფსიქოლოგია |
25 |
5000 |
| ქართული ტრადიციული მუსიკა |
10 |
3500 |
| ქართული ფილოლოგია |
10 |
3200 |
| ქართული ცეკვის ან მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი |
15 |
4000 |
| ხელოვნებათმცოდნეობა |
15 |
3200 |
| ხელოვნური ინტელექტი |
20 |
5000 |
გისურვებთ წარმატებებს!