23 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში, გაიმართება მოლეკულური მედიცინის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია. ცენტრი საქართველოს უნივერსიტეტსა და ვესტმინსტერის უნივერსიტეტს (University of Westminster) შორის თანამშრომლობის ფარგლებში, იმუნოლოგიისა და მოლეკულური მედიცინის მიმართულებით საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი სამეცნიერო შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. ღონისძიების მიზანია ცენტრის სამეცნიერო ხედვის, ძირითადი კვლევითი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების წარდგენა.
გახსნის ფარგლებში დაგეგმილია უნივერსიტეტების წარმომადგენელთა მისასალმებელი სიტყვა, ცენტრის დაარსების იდეისა და მნიშვნელობის გაცნობა, სამეცნიერო საქმიანობისა და სამომავლო გეგმების წარდგენა, ასევე ცენტრის ინფრასტრუქტურის დათვალიერება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ:
დრო: 23 ნოემბერი, 12:00 საათი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, მერაბ კოსტავას ქ. 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, #519 საკონფერენციო დარბაზი