ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

მოლეკულური მედიცინის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია

18 November 2026

 

23 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში, გაიმართება მოლეკულური მედიცინის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია. ცენტრი საქართველოს უნივერსიტეტსა და ვესტმინსტერის უნივერსიტეტს (University of Westminster) შორის თანამშრომლობის ფარგლებში, იმუნოლოგიისა და მოლეკულური მედიცინის მიმართულებით საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი სამეცნიერო შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. ღონისძიების მიზანია ცენტრის სამეცნიერო ხედვის, ძირითადი კვლევითი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების წარდგენა.

გახსნის ფარგლებში დაგეგმილია უნივერსიტეტების წარმომადგენელთა მისასალმებელი სიტყვა, ცენტრის დაარსების იდეისა და მნიშვნელობის გაცნობა, სამეცნიერო საქმიანობისა და სამომავლო გეგმების წარდგენა, ასევე ცენტრის ინფრასტრუქტურის დათვალიერება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ:

  • ეკატერინე თოფურია - საქართველოს უნივერსიტეტის კანცლერი
  • პროფესორი დიბიეშ ანანდი - ვესტმინსტერის უნივერსიტეტის დროებითი ვიცე-კანცლერი;
  • პროფესორი ენდრიუ ლინი - ვიცე-კანცლერის მოადგილე კვლევისა და ცოდნის გაცვლის მიმართულებით;
  • ნინა ფორაქიშვილი - პროფესორი, ცენტრის თანათანმჯდომარე, იმუნოლოგიისა და მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
  • კაუშიკა პატელი - პრორექტორი და ლიბერალური ხელოვნებისა და მეცნიერებების კოლეჯის ხელმძღვანელი;
  • გარეთ უორდი - საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი.

 

დრო: 23 ნოემბერი, 12:00 საათი

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, მერაბ კოსტავას ქ. 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, #519 საკონფერენციო დარბაზი 

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი