7 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტსა და ცეკვის აკადემია "სუხიშვილებს" შორის ხელი მოეწერება ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმს, რომელიც თავის მხრივ მხარეებს შორის შექმნის და გააფართოებს აკადემიური ცოდნის გაზიარება/რეალიზების შესაძლებლობებს.
ხელმომწერები: კონატანტინე თოფურია (საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი) და ნინო (ნანუკა) შარაშიძე (ცეკვის აკადემია "სუხიშვილები" დირექტორი) - შეთანხმების საფუძველზე გააღრმავებენ სახელოვნებო განათლების სფეროში აკადემიური ცოდნის წარმოებას და თანამედროვე კადრების (დამდგმელი ქორეოგრაფების) მომზადების უმნიშვნელოვანეს მისიას ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების, კერძოდ ქართული ტრადიციული და მსოფლიო ხალხთა ცეკვების, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-წარმოჩენისა და პოპულარიზაციის საქმეში.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მოიაზრებს, რომ საქართველოს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის ქართული ტრადიციული და მსოფლიო ხალხთა ცეკვები, ფარგლებში სტუდენტებმა მიიღონ გამოცდილება და განახორციელონ შესაბამისი აქტივობები: ქორეოგრაფიული განათლების ხარისხის განვითარების, სხვადასხვა შემოქმედებითი სანახაობების, ქორეოგრაფიული მასტერკლასების, სემინარების, ფესტივალების, კლას-კონცერტებისა და ფოლკლორული ექსპედიციების მომზადება-ჩატარების მიმართულებით.
დრო: 7 მაისი, 17:00 საათი
ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #519 საკონფერენციო დარბაზი