
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას ESPM უნივერსიტეტში, ბრაზილიაში.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი.
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან ESPM უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრი 2026-27 აკადემიური წელი)
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს :
მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.
*აპლიკაციის შემოტანა არ შეუძლიათ:
ESPM უნვიერსიტეტში არსებული ფაკულტეტებისა და საგნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
სტუდენტებს შეუძლიათ საგნების შერჩევა სხვადასხვა პროგრამებიდან, თუმცა საგნების უმრავლესობა უნდა იყოს ერთი პროგრამიდან.
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
ESPM უნივერსიტეტი არ სთავაზობს სტუდენტებს საერთო საცხოვრებელს, თუმცა გამოთქვამს მზაობას დაეხმაროს სტუდენტებს სხვადასხვა ტიპის საცხოვრებლის მოძიებაში.
სტუდენტი თავისუფალია დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის სასრუველი ნებისმიერი სხვა სახის საცხოვრებელი.
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ კრაიოვას უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.
იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს სურს საგნების ესპანურ ენაზე გავლა - საჭიროა სტუდენტმა წარმოადგინოს ესპანური ენის B2/2 დონის სერთიფიკატი.
ასევე, თუ სტუდენტს სურს საგნების პორტუგალიურ ენაზე გავლა - საჭიროა სტუდენტმა წარმოადგინოს პორტუგალიური ენის B2/2 დონის სერთიფიკატი.
სერტიფიკატის არ წარმოდგენის შემთხვევაში, სტუდენტის ინგლისური ენის ფლობის შესაფასებლად გამოიყენება მის მიერ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის საგნების საშუალო შეფასება.
ალტერნატიულად, ენის B2 დონის ფლობის დადასტურება შეიძლება ტესტირების საფუძველზე. ტესტირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოწოდებული იქნება შეტყობინების სახით MY UG-ზე.
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:
აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება.
სტუდენტების შეფასება მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე მათი აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით. აკადემიური მოსწრების კომპონენტისთვის სტუდენტს არ სჭირდება დოკუმენტაციის წარმოდგენა.
სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურენციის პრინციპით.
აპლიკაცია უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 19 მარტისა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
მარიამ რევაზიშვილი
m.revazishvili@ug.edu.ge
+995 598121513
+995 557747097