თურქეთში Erasmus+-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ჩემი აკადემიური გზის ერთ-ერთი ყველაზე მომცემი და ტრანსფორმაციული გამოცდილება იყო. ეს ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ საზღვარგარეთ სწავლა — ეს იყო შესაძლებლობა, გავზრდილიყავი აკადემიურად, პროფესიულად და პიროვნულად, და ამავდროულად, ახლებურად შემეხედა როგორც მედიცინისთვის, ისე ზოგადად ცხოვრებისთვის.
ყველას, ვინც Erasmus+-ში მონაწილეობაზე ფიქრობს, მთელი გულით ვურჩევდი, ხელიდან არ გაუშვას ეს შანსი. სხვა ქვეყანაში სწავლა გაიძულებს, გამოხვიდე კომფორტის ზონიდან, შეეგუო ახალ გარემოს და განავითარო თავდაჯერებულობა, გამძლეობა და დამოუკიდებლობა. მიუხედავად იმისა, რომ იყო მომენტები, რომლებმაც გამომცადა, თითოეული სირთულე, სწავლისა და განვითარების ახალ შესაძლებლობად იქცა.
როგორც მომავალი ექიმისთვის და მეწარმისთვის, ეს გამოცდილება ჩემთვის განსაკუთრებით ფასეული აღმოჩნდა. სამედიცინო ცოდნის გაფართოების გარდა, ამ პროგრამამ გამიძლიერა ისეთი უნარები, როგორიცაა უკეთესი კომუნიკაციის უნარი, პრობლემების გადაჭრა და მოქნილობა, ესაა ის თვისებები, რომლებიც აუცილებელია ჯანდაცვაში, ლიდერობასა და ინოვაციებში.
გაცვლითი პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ასპექტი სხვადასხვა კულტურის ადამიანების გაცნობა, ხანგრძლივი მეგობრობის ჩამოყალიბება და ცხოვრების ახალი პერსპექტივიდან დანახვა იყო. ამ გამოცდილებამ ჩემი გზა ზუსტად ისევე გაამდიდრა, როგორც აკადემიურმა სწავლებამ.
ჩემი რჩევა Erasmus+-ის მომავალი მონაწილეებისთვის არის ის, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ თითოეული შესაძლებლობა. დაამყარეთ კავშირი სხვა Erasmus-ელ სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან და Erasmus-ის სტუდენტურ ქსელთან (ESN), იყავით ღია ახალი გამოცდილებისთვის და ნუ შეგეშინდებათ მოულოდნელობების. ზოგიერთი ყველაზე ღირებული გაკვეთილი სწორედ იმ მომენტებიდან მოდის, რომლებიც არასდროს დაგიგეგმავთ.
წარსულს რომ ვუყურებ, ყველა გადატანილი სირთულის მიუხედავად, უყოყმანოდ ავირჩევდი ამ ყველაფრის თავიდან გამოვლას. მიღებულმა გამოცდილებამ, მეგობრობამ და პიროვნულმა ზრდამ ყოველი ნაბიჯი გაამართლა. Erasmus+ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გაცვლითი პროგრამა — ეს არის დაუვიწყარი თავგადასავალი, რომელიც აფართოებს თქვენს თვალსაწიერს, გეხმარებათ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენაში და გიტოვებთ გაკვეთილებს, რომლებიც მოგზაურობის დასრულებიდან დიდი ხნის შემდეგაც თქვენთან დარჩება.