
|
პროგრამის აღწერა |
|
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს მიღებას Erasmus+ Key Action 171 გაცვლით პროგრამას ქოჩის უნივერსიტეტში, სტამბული, თურქეთი.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://oip.ku.edu.tr/
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან ქოჩის უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (გაზაფხულის სემესტრი - 2026-2027 აკადემიური წელი)
დაფინანსება მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას და მგზავრობის ხარჯების დასაფარად განკუთვნილ ფიქსირებულ თანხას. მგზავრობის თანხა არ წარმოადგენს მგზავრობის სრული ღირებულების ანაზღაურებას. ქოჩის უნივერსიტეტში სწავლის საფასურს არ იხდიან გაცვლითი პროგრამის მონაწილეები.
*აპლიკაციის შემოტანა არ შეუძლიათ:
· საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის, პირველი სემესტრის სტუდენტებს; · იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2026-2027 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს; · სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.
კვოტა და მონაწილეობის პირობები მასპინძელი უნივერსიტეტი: ქოჩის უნივერსიტეტი (Koç University), სტამბული, თურქეთი. კვოტა: 1 ძირითადი მონაწილე და 2 სარეზერვო მონაწილე. კვოტა განკუთვნილია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის. დასაშვები პროგრამები: ქოჩის უნივერსიტეტის შემომავალი გაცვლითი სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი სასწავლო კურსები/პროგრამები. აპლიკანტებმა წინასწარ უნდა გადაამოწმონ კურსების ხელმისაწვდომობა და შესაბამისობა თავიანთ სკოლასთან. მინიმალური GPA: საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის 2.2/4.0, ხოლო სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის 2.5/4.0 (ან შესაბამისი ეკვივალენტი საქართველოს უნივერსიტეტის შეფასების სისტემაში). შერჩევის კრიტერიუმები და ქულების განაწილება შერჩევის საბოლოო ქულაში ყველაზე მაღალი წონა ენიჭება აკადემიურ მოსწრებას: GPA – 60%, ინგლისური ენის ცოდნა – 40%. თანაბარი ჯამური ქულის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო მაღალი აკადემიური შეფასების მქონე სტუდენტს; თუ აკადემიური შეფასებაც თანაბარია, უპირატესობა ენიჭება იმავე სასწავლო ციკლის უფრო მაღალი კურსის სტუდენტს. დამატებითი ქულები/გამოქვითვები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებს ემატებათ 5 ქულა; Erasmus+ ICM პროგრამაში იმავე სასწავლო ციკლის ფარგლებში წინა მონაწილეობისთვის აკლდებათ 5 ქულა; თურქეთის მოქალაქეობის მქონე სტუდენტებს აკლდებათ 5 ქულა. სასწავლო დატვირთვა და კრედიტების აღიარება სტუდენტებმა ქოჩის უნივერსიტეტში უნდა გაიარონ 30 ECTS კრედიტის მოცულობის სასწავლო დატვირთვა (5 საგანი). კრედიტების აღიარება განხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის შესაბამისი წესების მიხედვით. მონაწილეობა გრანტის გარეშე სტუდენტებს შეუძლიათ პროგრამაში მონაწილეობა გრანტის გარეშე, თუმცა მათ უნდა გაიარონ განაცხადის წარდგენისა და შერჩევის იგივე პროცედურები და ქოჩის უნივერსიტეტს წარუდგინონ ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი მობილობამდე, მობილობის პერიოდში და მობილობის დასრულების შემდეგ. ინკლუზიის მხარდაჭერა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მონაწილეებისთვის შესაძლებელია Erasmus+ Inclusion Support სქემით მხარდაჭერის მოთხოვნა. მოთხოვნას უნდა დაერთოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი: ბოლო სამი თვის განმავლობაში გაცემული სამედიცინო ცნობა/დასკვნა, შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობა, ქრონიკული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნა ან სხვა შესაბამისი მტკიცებულება. გრანტის ოდენობა სავარაუდო ყოველთვიური გრანტი: 800 ევრო, მგზავრობის ხარჯი: 309 ევრო; Green Travel – 417 ევრო. |
|
სასწავლო შემოთავაზება |
|
ქოჩის უნვიერსიტეტის მიერ 2026-2027 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შემოთავაზებული საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ - https://oip.ku.edu.tr/exchange-programs/incoming/students/course-list-for-incoming-exchange-students/
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა. საგნების შერჩევისთვის კონსულტაციისთვის სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის სკოლას.
|
|
საცხოვრებელი |
|
ქოჩის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის მიერ რეკომენდირებული საცხოვრებლებით: https://studentguide.ku.edu.tr/en/campus-life/
სტუდენტებს ასევე აქვთ უფლება და შესაძლებლობა დამოუკიდებლად შეარჩიონ მათთვის სასურველი საცხოვრებლის სხვა ფორმა
|
|
სწავლების ენა |
|
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის CEFR B2 დონის ეკვივალენტი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი. სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულო არ არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სტუდენტს საქართველოს უნვიერსიტეტში დასრულებული აქვს ინგლისური ენის B2/2 დონე აპლიკაციის შემოტანის მომენტში.
თუკი სტუდენტი არ ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და აპლიკაციის შემოტანის მომენტში არ აქვს დასრულებული ინგლისური ენის B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, შესაძლებელია ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვება ტესტირების საფუძველზე.
ტესტირება ინგლისური ენის B2 დონისთვის ჩატარდება უახლოეს მომავალში, შეტყობინებას ამასთან დაკავშირებით მიიღებთ MY UG მესიჯების საშუალებით.
|
|
წარმოსადგენი საბუთები |
|
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე: · აპლიკაციის ფორმა - https://bit.ly/3Aa7K7w · სამოტივაციო წერილი · CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს) · ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო) · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია) · სტუდენტებმა, რომლებიც იმყოფებიან მაგისტრატურის პირველი კურსის პირველ სემესტრზე და საბაკალავრო საფეხური არ აქვთ დასრულებული საქართველოს უნივერსიტეტში, დამატებით უნდა წარმოადგინონ საბაკალავრო დონის ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე.
|
|
აპლიკაციების მიღების ვადა |
|
აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება: https://forms.gle/4AY12qCjBoPYqK9f8 აპლიკაციების მიღება იწყება 6 ოქტომბერს. სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 21 ოქტომბრის ჩათვლით.
|
|
საკონტაქტო პირი |
|
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: მარიამ რევაზიშვილი +995 598121513
|