
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას ტურინის უნივერსიტეტში, იტალიაში.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი.
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან ტურინის უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში
(შემოდგომის სემესტრი - 2026-2027 აკადემიური წელი)
აპლიკაციის შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის, საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს:
მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.
აპლიკაციის შემოტანა არ შეუძლიათ:
ტურინის უნივერსიტეტი სტუდენტებს შემოდგომის სემესტრისთვის სთავაზობს შემდეგ საგნებს.
გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საგნის სწავლების ენას.
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ აღიარებული საგნებისთვის კრედიტების მინიჭება მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, ე.ი. საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.
ტურინის უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს ტურინში არსებული საერთო სტდენტური საცხოვრების გამოყენებას. საცხოვრებლის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ.
სტუდენტი თავისუფალია დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის სასრუველი ნებისმიერი სხვა სახის საცხოვრებელი.
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ ტურინის უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.
სერტიფიკატის არ წარმოდგენის შემთხვევაში, სტუდენტის ინგლისური ენის ფლობის შესაფასებლად გამოიყენება მის მიერ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის საგნების საშუალო შეფასება.
თუკი სტუდენტი არ ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და აპლიკაციის შემოტანის მომენტში არ აქვს დასრულებული ინგლისური ენის B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, შესაძლებელია ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვება ტესტირების საფუძველზე.
ინგლისურის ტესტირების შესახებ დამატებით ინფორმაციას მიიღებთ მაი იუჯის შეტყობინების სახით.
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:
აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება.
სტუდენტების შეფასება მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე მათი აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით. აკადემიური მოსწრების კომპონენტისთვის სტუდენტს არ სჭირდება დოკუმენტაციის წარმოდგენა (გარდა გამონაკლისი შემთხევებისა, როდესაც სტუდენტი იმყოფება სწავლების პირველ სემესტრზე, დეტალები იხილეთ წინა სექციაში)
სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურენციის პრინციპით.
აპლიკაცია უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 3 ივნისისა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
მარიამ რევაზიშვილი
m.revazishvili@ug.edu.ge
+995 557747097
+955 598121513