 
                    
| აღწერა | საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას სტუდენტებისათვის რუმინეთში, რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. 
 იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - http://www.ro-am.ro/index.php 
 პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრი - 2020-2021 აკადემიური წელი) 
 გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს : · მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს · საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს 
 მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს. 
 | 
| სასწავლო შემოთავაზება | 
 რუმინულ-ამერიკულ უნვიერსიტეტში არსებული ფაკულტეტებისა და საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ: საბაკალავრო: http://www.ro-am.ro/index.php?title=English%20Taught%20Bachelor%20Programmes&id=16 სამაგისტრო: http://www.ro-am.ro/index.php?title=English%20Taught%20Master%20Programmes&id=41 
 გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა. 
 | 
| საცხოვრებელი | 
 რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლით. http://www.ro-am.ro/index.php?title=Accommodation&id=23 
 | 
| სწავლების ენა | 
 სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე. სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში სტუდენტმა უნდა გაიაროს ინგლისური ენის ონლაინ გამოცდა. 
 | 
| წარმოსადგენი საბუთები | 
 სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე: · სამოტივაციო წერილი · CV (Europass ფორმატი) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან · ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან - გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს მეილით 
 
 | 
| აპლიკაციების მიღების ვადა | 
 სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 31 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: exchange@ug.edu.ge 
 | 
| საკონტაქტო პირი | 
 დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: ნუცა ვეფხვაძე +995 557747097 
 | 
| შენიშვნა | 
 აღნიშნული გაცვლითი პროგრამა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ეს შესაძლებელი იქნება მსოლფიოში არსებული COVID-19-ის სიტუაციის გათვალისწინებით. 
 |