სიახლეები
ჟურნალისტიკისა პროგრამის სტუდენტებმა წარმატებით გაიარეს ერთობლივი ონლაინ კურსი კრეატიულ წერაში, რომელიც განხორციელდა ჩიკაგოს DePaul University-სთან თანამშრომლობით. პროექტში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტები, რაც უზრუნველჰყოფდა მულტიკულტურულ აკადემიურ თანამშრომლობასა და გამოცდილების გაცვლას. ხორციელდება 2022 წლიდან.
ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან მაილს ჰარვი (Miles Harvey) წარუძღვა, რომელიც ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალია. მაილს ჰარვი რამდენიმე ბესტსელერის ავტორი და საერთაშორისო ონლაინ სწავლებაში გამოცდილი პროფესორია. ის ეწვია თბილისსაც საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესასწავლად. საქართველოდან კურსის კურატორი ტელეკომპანია “ფორმულას” ციფრული კომუნიკაციების დეპარტამენტის მთავარი რედაქტორი და თოქ შოუ “მრგვალი მაგიდას” წამყვანი სალომე უგულავაა.