სიახლეები
FuturePR 2024 არის ევროპის საზოგადოებრივ ურთიერთობათა კვლევითი ასოციაციის (EUPRERA) და საერთაშორისო საკომუნიკაციო საკონსულტაციო ორგანიზაციის (ICCO) ერთობლივად ორგანიზებული საერთაშორისო სტუდენტური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისათვის პროფესიული გამოცდილების გაზიარებას თანამედროვე საკომუნიკაციო გამოწვევების კონტექსტში. პროექტში მონაწილეობდნენ სტუდენტები ევროპის, აზიისა და ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, რომლებიც დაკომპლექტდნენ საერთაშორისო და ინტერდისციპლინარულ გუნდებად. მონაწილეები ოთხკვირიანი ონლაინპროგრამის ფარგლებში მუშაობდნენ მენტორების ხელმძღვანელობით, რეალურ საკომუნიკაციო ბრიფზე, რომელიც ეხებოდა მედია განათლებისა და დეზინფორმაციის თემატიკას.
Პროექტში მონაწილეობას ღებულობდნენ სტრატეგიული კომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, რომელთა ნამუშევრებმა უმაღლესი შეფასება მიიღეს ჟიურის მხრიდან. Ჟიურის შემადგნელობა დაკომპლექტებული იყო წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებით, როგორებიცაა როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტი, St. John’s უნივერსიტეტი (აშშ), Leeds Beckett უნივერსიტეტი, ლისაბონის უნივერსიტეტი, ბარსელონას უნივერსიტეტი და სხვ.
პროექტი მოიცავდა ინტენსიურ სასწავლო სესიებს, ვორქშოფებს, გუნდურ დავალებებსა და პრეზენტაციებს, რაც დაეხმარა სტუდენტებს ისეთი უნარების განვითარებაში, როგორებიცაა: სტრატეგიული აზროვნება, გუნდური მუშაობა, კრეატიულობა, დროის მართვა და რეალურ საკომუნიკაციო კამპანიებზე მუშაობა.