ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


13 June 2024
Hunt on Democracies: Unmasking radicalization and Navigating the new world order

 2024 წელი გლობალური მასშტაბით ტექტონიკური ცვლილებების მოლოდინშია. ამ წელს სამოცდათვრამეტ ქვეყანაში სხვადასხვა დონის არჩევნები ჩატარდება რაც მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება დემოკრატიული ქვეყნებისთვის და საგრძნობლად შეცვლის გლობალური პოლიტიკის დინამიკას. პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისთვის სულ უფრო ნათვლად იკვეთება რადიკალური ძალების და იდეების გაძლიერების ტენდენცია, რომელსაც ავტორიტარული და არალიბერალური ძალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკუთარი მმართველობის გასაძლიერებლად იყენებენ. აღნიშნული ტენდენცია, საფრთხის ქვეშ აყენებს ინსტიტუციების, საზოგადოებების და სახელმწიფოების ეფექტიანი ფუნქციონირების პროცესს.

 

სწორედ, მოახლოებული არჩევნების (აშშ და ევროკავშირი), რუსეთ-უკრაინის ომის და სამხრეთ კავკასიასა და შავ ზღვაში ახალი ინტეგრაციული საკითხების განხილვას ემსახურება UGSPN-ის წლევანდელი კონფერენცია. ამასთან ერთად, კონფერენციის ფოკუსი გავრცელდება დემოკრატიების წინაშე არსებული საფრთხეების, გეოპოლიტიკური დინამიკისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში რადიკალიზაციის საფრთხის გაანალიზებაზე. კონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ ავტორიტარული და დემოკრატიული ძალების დაპირისპირებაზე „ახალი მსოფლიო წესრიგის“ ჩამოყალიბების პროცესში. დისკუსია აგრეთვე შეეხება ევროპის კავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს და გამოწვევებს. ცალკე პანელი დაეთმობა თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს, განსაკუთრებული ფოკუსით შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებაზე. კონფერენციაზე ასევე განიხილება გლობალური პოლიტიკური დინამიკისა და საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესების ურთიერთკავშირი. კონფერენციის ფინალური ნაწილი დაეთმობა  „მრგვალ მაგიდას“, რომლის ფარგლებშიც  პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირები ისაუბრებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.

 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, მკვლევრები, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით შეეცდებიან შესთავაზონ ფართო საზოგადოებას გლობალურ და რეგიონულ დონეზე არსებული გამოწვევებთან გამკლავების საუკეთესო გზები. 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი