ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


22 November 2022
PR Arena

 

სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს PR Arena-შისაერთაშორისო სტუდენტურ კონკურსში, რომელიც ორგანიზებული იყო EUPRERA-, GWPR – Global Women in PR Romania-სა და ბუქარესტის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ევროპის მაუწყებელთა კავშირთან პარტნიორობით. კონკურსის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტების პროფესიული განვითარება რეალურ ბრიფზე მუშაობის, მულტიკულტურულ გარემოში თანამშრომლობისა და თანამედროვე PR სტრატეგიების დაგეგმვის გზით.  

 

კონკურსის ფარგლებში მონაწილე გუნდებს დაევალათ შეემუშავებინათ საკომუნიკაციო კამპანია ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პოპულარიზაციისთვის, რაც გულისხმობდა Z თაობის აუდიტორიის ჩართულობის გაზრდას. სტუდენტებმა განახორციელეს შემდეგი ტიპის სამუშაოები

 

·                რეალური ბრიფის ანალიზი 

·                მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და პოზიციონირების განსაზღვრა 

·                კრეატიული იდეების და ციფრული სტრატეგიების შემუშავება 

·                პრეზენტაციის ფორმატში საბოლოო გადაწყვეტილებების წარდგენა საერთაშორისო ჟიურის წინაშე 

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა კონკურსში პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს, რაც ადასტურებს მათ პროფესიულ მზადყოფნას, მაღალი დონის პრაქტიკულ კომპეტენციებს და უნარს, იმუშაონ თანამედროვე საკომუნიკაციო გამოწვევებზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი