ბილეფელდის უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის გაფორმებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2024 წლის 22 აპრილს, ბილეფელდის უნივერსიტეტმა უმასპინძლა სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ლექტორს, კოტე იოსელიანს.
ლექცია, რომელიც გაიმართა უნივერსიტეტის საჯარო სივრცეში, შეეხებოდა თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და მწვავე თემას – „საქართველოს დემოკრატიის უკუსვლა“.