ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

ლიტერატურის კვირეული 2019
7 May 2019

ტრადიციულად, საქართველოს უნივერსიტეტში 7-10 მაისის  ჩათვლით წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მორიგი ლიტერატურის კვირეული გაიმართება, რომლის განმავლობაში უნივერსიტეტის კამპუსში ცნობილი ადამიანები საინტერესო საჯარო ლექციებს წაიკითხავენ.  მათი სია მოიცავს მწერლებსა და ფილოლოგებს.

ლიტერატურის კვირეული დაიხურება საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული კონკურსის - ფოლიოსადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებით და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენით, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დაწესებული პრიზი - „ფოლიო“ და  ფულადი ჯილდო გადაეცემა.

ყველას გიწვევთ საქართველოს უნივერსიტეტში შემდეგ ღონისძიებებზე:

7 მაისი (სამშაბათი)

შეხვედრა გელა ჩარკვიანთან: საუბარი „ნაგერალაზე“
„გულზე ხელს დავიდებ და გულწრფელად გეტყვით – არასდროს მიფიქრია, რომ ჩემს უბის წიგნაკში დარჩენილი ფრაზები და პასაჟები, რომლებიც მემუარული წიგნის წერისას ვერ გამოვიყენე, თავად დაიდებდნენ ბინას ამ ლამაზ გამოცემაში. ამიტომაც დავარქვი მას „ნაგერალა“
.  გ. ჩარკვიანი.

დასწრება თავისუფალია!

დრო: 15:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას 77ა; საკონფერენციო დარბაზი #519

 

8 მაისი (ოთხშაბათი)

შეხვედრა გ. კეკელიძესთან თემაზე:  „წიგნი და წიგნიერება“

არისტოტელე ამბობდა: „კარგი წიგნი ის არის, რომელშიც ავტორი ამბობს იმას, რაც საჭიროა, არ ამბობს იმას, რაც არ არის საჭირო და ამბობს ისე, როგორც საჭიროა“. 
8 მაისს, ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე - „წიგნი და წიგნიერება“.

სპიკერი:  მწერალი,  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი  ბ-ნ გიორგი კეკელიძე. 

დასწრება თავისუფალია!

დრო: 18:00 სთ

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას 77ა; საკონფერენციო დარბაზი #519

 

9 მაისი (ხუთშაბათი)

შეხვედრა ლევან ბერძენიშვილთან თემაზე: „ მოგზაურობა პატარა პრინცის სამყაროში“

„თუ უფროსებს თქვენ რომელიმე ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს, ისინი არასოდეს გკითხავენ, რაც მთავარია: როგორი ხმა აქვს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის მაგიერ გკითხავენ: რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რა ჯამაგირი აქვს მამამისსო.“ - ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ,,პატარა პრინცი“.

დასწრება თავისუფალია!
დრო: 14:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას 77ა; საკონფერენციო დარბაზი #519

 

10 მაისი (პარასკევი)

ლიტარატურული თამაშები

10 მაისს, UG ლიტერატურული კლუბი გთავაზობთ ლიტერატურულ თამაშებს. მონაწილე სტუდენტები შეეცდებიან მხატვრული ლიტერატურუდან გამოიცნონ დასმული კითხვები, რის შემდეგაც დასაჩუქრდებიან წიგნებით!

დრო:13:30 სთ 
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსის პირველ სართულზე ( ფოიეში)

 

ლიტარატურული კონკურსი „ფოლიო“ - ს გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი

10 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება ლიტერატურული კონკურსის - „ფოლიო“ - ს გამარჯვებულის დაჯილდოება.

დასწრება თავისუფალია!

დრო: 16:00 სთ 
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას 77ა, საკონფერენციო დარბაზი #519

ასევე, 7-დან 9 მაისის ჩათვლით საქართველოს უნივერსიტეტი გეპატიჟებათ წიგნის დღეებზე, სადაც თქვენ შეძლებთ სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში გაეცნოთ და ფასდაკლებით შეიძინოთ მხატვრული, საბავშვო და სამეცნიერო ლიტერატურა.

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, პირველი სართული. 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი